თეჰიონი უბრალო ბიჭია, რომელსაც არაფერი მოეთხოვება იმის გარდა, რომ სრულყოფილი იყოს ყველას თვალში.
მაგრამ მისი სრულყოფილების ვალდებულება ჯეონ ჯონგუკის გაცნობის შემდეგ თანდათან უფერულდება.
Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
მართლა ძაან მიჭირს დაჯერება, რომ ვიღაც კითხულობს 😭💜
_________________________
*** გაკვეთილები რომ დავამთავრე ეზოში გავედი და მაშინვე შევამჩნიე გასასვლელთან მდგომი ჯონგუკი, რომელიც მოტოციკლს ეყუდებოდა. ამ უკანასკნელის დანახვისას ვიგრძენი, რომ რაღაც არასასიამოვნო მოხდებოდა და არც შევმცდარვარ. ჯონგუკმა შემამჩნია თუ არა თავისი ბაჭიის ღიმილით გამიღიმა და ხელი დამიქნია. მისი ღიმილი საშინლად გადამდები იყო და მინდოდა გამეღიმა, მაგრამ არ შეიძლებოდა, თავი უნდა შემეკავებინა, ამიტომ მისკენ სერიოზული სახით წავედი. ყოველთვის ასე იყო... როცა მასთან ერთად ვიყავი, დაუძლეველი სურვილი მქონდა, რომ სულ გაღიმებული ვყოფილიყავი, მაგრამ თავს ვიკავებდი. მასთან ყოველთვის სერიოზული ვიყავი. არც კი ვიცი, რატომ... ჩემს თავს ვარწმუნებდი, რომ ასე უნდა ყოფილიყო და შემძლებოდა მასთან ერთად თავის კონტროლი, მაგრამ მიზეზს ვერასდროს ვხვდებოდი.
- ჰეი, შეიძლება რამდენიმე წუთით მოვიცადოთ? იერის ვნახავ და მერე წავიდეთ.-მრგვალი თვალები აუციმციმდა მას.
მინდოდა მეთქვა არ შეიძლება-მეთქი, მაგრამ თავი დავუქნიე და მისგან ოდნავ მოშორებით კედელს ისე მივეყუდე, რომ ჯონგუკის დანახვა კარგად შემძლებოდა. ყოველთვის, როცაისიერისახსენებს, შენთავსასეარუნდაგრძნობდე, თეჰიონ. იერი მართლაც რამდენიმე წუთში მოვიდა და მაშინვე აეკრო ჯონგუკს. მათი ყურება არ მსიამოვნებდა, მინდოდა გვერდით გამეხედა, ნებისმიერი რამისთვის მეყურებინა მათ გარდა, მაგრამ მათ კოცნას თვალს ვერ ვაშორებდი... უსიამოვნო. საშინელი. უსირცხვილო. საშინლადარასასიამოვნო. არაესთეტიკური. ულამაზო. - ჩემი გონება მსგავსი ეპითეტების ფოიერვერკი იყო. მათი მხურვალე კოცნის სესია როგორც იქნა რამდენიმე წუთში დასრულდა, იერი წავიდა და ჯონგუკმა მას გაუღიმა. ისე, როგორცწეღანმემიღიმოდა. სხეულში არასასიამოვნო შეგრძნებები დამეუფლა და აღარ მინდოდა ჯონგუკთან წასვლა. აღარ მინდოდა მისი მეცადინეობა და აღარ მინდოდა მისი ნახვა, მაგრამ შემომხედა თუ არა ფეხზე წამოვდექი და მასთან მივედი. აღარაფერი მახსოვდა მისი თვალების გარდა. მოტოციკლზე შემოჯდა და მანიშნა, რომ მის უკან დავმჯდარიყავი.