მოღალატე

3.6K 228 46
                                    

ჯენის P.O.V
  ჯიმინი წავიდა, საბოლოოდ მარტო ვარ, დამტვერილ სტუმრის ოთახებს, ძველ ჩვარს ვუსვამ, რომელიც სხვენში ვიპოვე.

-კარგი, მორჩი დალაგებას და დაიძინე.-მომესმა, ყინულივით მყარი და ვეფხვივით ბოხი ხმა, რის გაგონებისთანავე, შევკრთი.

-კარგი.-თავჩახრილმა გავედი მეორე ოთახში და კოლიდორის კედლის, ბოლოს მდებარე ოთახისკენ გავეშურე, მხოლოდ იმიტომ, რომ თეჰიონმა იქ შესვლაზე მიმანიშნა.

ოთახში შევედი, სადაც ძლიერი მტვრისა და ნესტის სურნელი მძაფრად იგრძნობოდა. ყველა კუთხე თვალ შევლებით გადავათვალიერე და სწორედ მაშინ ვიგრძენი თეჰიონის ადგილმდებარეობა.
ის ძალიან ახლოს იდგა  და იქაურობას, დრო გამოშვებით გაჰყურებდა. თვალს გამომაპარებდა და ჩემს რეაქციას აკვირდებდებოდა.

-კ-კარგი, მადლობა. შეგიძლია გახვიდე?-ვკითხე ხმის კანკალით და ტუჩი მოვიკვნიტე.

-სად გავიდე?! ამ საძინებლის გარდა საღი საძინებელი არ არსებობს.-მითხრა და უცბადვე წამოკოტრიალა საწოლზე, რომელსაც ჩითის თეთრეული გადაჰფარებოდა.

-რა?-დავიძაბე და სახეზე ავწითლდი.

-ზედმეტი კითხებისგან თავი შეიკავე.-გაიხადა თავისი პერანგი და საწოლის გვერდზე მდებარე სკამზე გადააფინა.

-უკაცრავად, მაგრამ... მე რა გავაკეთო?-ვიკითხე დაბნეულმა.

-რას გულისხმობ?

-თუ, არ შეწუხდები კიდევ ერთი შეკითხვისგან, გკითხავ: "ტანსაცმლით ხომ არ დავწვები არა?!"-ხელები გადავაჯვარედინე და თეჰიონის პასუხს დაველოდე.

-შეგიძლია ჩემი პერანგი აიღო.-მითხრა ძალზედ მშვიდად და პერანგი საწოლიდან მესროლა.

-კარგი, გამოვიცვლი და დავბრუნდები.

-არსადაც არ წახვალ!-სწორედ ეს იყო, რის შედეგადაც სახე შემეცვალა, სირცხვილის გრძნობა მეუფლებოდა, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა.

ლუციფერი/დასრულებულიWhere stories live. Discover now