ავტორის P.O.V
თეჰიონი იმ ღამის შემდეგ ჯისუსთან წავიდა. ჯისუს ღამისგან მაკიაჟი გაფუჭებია, მაგრამ წითელი პომადა მაინც აცხია, გულის ფორმის ტუჩებზე.-წავედი!-ამბობს თეჰიონი და ტიტველზე, პერანგს იცვამს.
-იდიოტი!-ჰყვირის ჯისუ და კბილებს მაგრად აჭერს ერთმანეთს.
ჯენის P.O.V
2 კვირის შემდეგ
ორი კვირა გავიდა იმის შემდეგ რაც მე და თეჰიონი ერთად აღარ ვართ. თითქოს რაღაც ნაწილი მაკლია... მაგრამ მაინც ვცდილობ თავის ხელში აყვანას, რადგან მგონია რომ პოზიტიური ფიქრები ჩემზე კარგად იმოქმედებს.-ჯენი, არ შეჭამ?-ოთახში საყვარელი გამომეტყველების ქაი შემოდის, რომელსაც ცხვირზე ფქვილის ლაქა შერჩენია.
-შენ მოამზადე?-ვეუბნები და ფრქვილის ლაქას, რომელიც მის ცხვირზე დაბჯენილა, ცერა თითით ვაშორებ.
-შენ ის მითხარი, არ გამოხვალ?-მითხრა და ლოყაზე მაკოცა, მე კი ამაზე გამეღიმა.
-კი...-გავუღიმე და უკან გავყევი.
გასვლისთანავე, ულამაზეს მაგიდას მოვკარი თვალი. ყველაფერი საფრანგეთს მაგონებდა. ქაის გამომცხვარი კრუასანები, რომელსაც შაქრის პუდრა მოჰყროდა, მინდვრის ყვავილები, რომელიც სულ ახალი დაკრეფილი იყო და ფორთოხლის წვენი, რომელიც ახლად გამოეწურა.
-ეს ყველაფერი შენ დაამზადე?-გაოცებით ვუთხარი და პირდაღებულმა გავხედე.
-დიახ!-მითხრა და თავი მოკრძალებულად დამიქნია, შემდეგ კი მაგიდასთან მიმიპატიჟა და ჩემს წინ დაჯდა.
ყველაფერი უგემრიელესი იყო...ქაი შესანიშნავი მზარეულ გახლდათ. მოკრძალებული და ნაზი მზარეული, ჭკვიანი იყო, იცოდა ქალი როგორ უნდა მოეხიბლა. თეჰიონი? თეჰიონმა საერთოდ არ იცოდა ამის შესახებ, ის თვითონ მომხიბვლელობა გახლდათ, მის ცუდ ქცევაშიც მოიხიბლებოდით.
YOU ARE READING
ლუციფერი/დასრულებული
Romance"-შენი?! რატომ?! რატომ ვარ შენი?! მიპასუხეეე! შენ მე არ გიყვარვარ! მე შენი ძუკნა ვარ სხვა არავიიინ!"