ერთი სუნთქვა, ერთი გულისცემა

2.2K 151 20
                                    

ჯენის P.O.V
-ექიმო, მითხრათ, რომ სიმსივნე მჭირს.-ვთქვი და ნერვიულობისგან ტუჩი მოვიკვნიტე.

-რ-რა?-თეჰიონი ზემოთ წამოდგა და ჩემთან ახლოს მოვიდა, გაუგებარი სახით ყურება დაიწყო.

ექიმი არაფერს ამბობდა, უბრალოდ იჯდა და რეაგირება არ ჰქონდა ჩვენს, სიტყვებზე.

-რა ჯანდაბა ხდება?-ამბობდა შეშინებული თეჰიონი.

-ექიმო! თქვით!-ვუყვიროდი, მაგრამ ამ ყველაფერს ასე უპასუხოდ ტოვებდა. უკვე მივხვდი, რომ კარგად არ ვიყავი.

-თქვენ, მალე მშობლები გახდებით.-თქვა ექიმმა და ტაში შემოჰკრა.

სწორედ ამ სიტყვების წარმოსთქმის შემდეგ გავიაზრე, რას ნიშნავდა იყო "მშობელი" რას ნიშნავდა იყო "დედა". ეს სასწაული გრძნობა იყო, ენით აღუწერელი.

-რა?-თქვა თეჰიონმა და სუნთქვა გახშირებულმა კედელს თავით მიეყრდნო, ალბათ ემოციების დასამალად.

ცრემლები ისე წამომივიდა, თითქოს ვინმე გარდამეცვალა ან დავკარგე, მაგრამ მერწმუნეთ ეს სიხარულის ცრემლები იყო.

-ჯენი, ჩვენ მალე შვილი გვეყოლება!-მითხრა და მომიახლოვდა, საწოლის გვერდზე ჩამოჯდა, ახლოს მოვიდა და სახე-სახეზე მიმაჭირა, ხელი თმებში შემიცურა, თვალები დახუჭა, ბაგეები ოდნავ გააღო, მისი გულისცემა ჩემი გახდა, ჩემი სუნთქვა კი მისი.

სწორედ ახლა გავიაზრე, რომ ჩემი და თეჰიონის, სიყვარულის თუ სიძულვილის ნაყოფი, ჩემში იყო. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ პატარა არსებამ, ჯერ არ უნახავი, მამის შეხება შეიგრძნო.

-სახლში წავიდეთ, კარგი?-თეჰიონმა ნაზად წამომაყენა ფეხზე და ხელი მის ხელში მოათავსა.

-ჩემს საკუთრებას, რა უფლებით ეხები?-თქვა საავადმყოფოში ახლად შემოსულმა ქაიმ, რომელიც თვალებით მეძებდა.

ლუციფერი/დასრულებულიWhere stories live. Discover now