ტირილამდე სიცილი

3.2K 202 3
                                    

ჯენის P.O.V
სად ვარ ახლა? რა საინტერესო კითხვაა არა? კითხვა რომელიც ყველაზე ბევრჯერ მიკითხავს 19 წლის განმავლობაში.
არც აეროპორტი განმივლია აქ მოსასვლელად, ეს უბრალოდ ტყეები და უზარმაზარი მთები იყო. დიდი სახლი, რომელიც შუა ტყეში ჩაუდგიათ და დიდი ვერანდა, რომელზეც გასვლისთანავე ხეებისა და ბურდოების მეტს ვერაფერს უყურებ.
ტელევიზორი რომელიც უბრალოდ ჩართულია და არავინ უყურებს, ამჯერად ჩემს წინ დგას. გვერდზე თეჰიონი უხმოდ მიზის ხელებს ეთამაშება.

-შეგიძლია ტელეფონი მათხოვო?-ვეკითხები ხმის კანკალით.

-რად გინდა ტელეფონი?-მკაცრი ტონით მეკითხება. იმდენად მკაცრი ტონით, რომ მგონია არსებობს ერთადერთი პასუხი მის მოსახიბლად და ეს პასუხი არის "კარგი არ მინდა."

-არაფერია.

-კარგი, გამომართვი.-სიხარულით შევეგებე ამ ამბავს მეგონა სადმე დავრეკავდი, მაგრამ იდიოტობა თამაში ჩამირთო, რომელიც არაფერში მჭირდებოდა.

-თეჰიონ, ეს რაარის?-ტელეფონი უკან მივუბრუნე და გაბრაზებულმა წამოვდექი ფეხზე.

-ქალბატონო, სად მიდიხარ?-მკლავზე უხეშად მომიჭირა ხელი და თავდაპირველ ადგილზე მიმაბრუნა.

-თეჰიონ, მტკივა! ნუ ხარ ასეთი უხეში!-თავი პატარა ბავშვივით ჩავხარე ქვემოთ, ბოლოს კი მას გავხედე და დავინახე როგორ მიყურებდა. მისი თვალები, რატომ არის ასეთი საოცარი? მისი სწორი ცხვირი, რომელზეც პატარა ხალი წამოსკუპებულა, გულის ფორმის ტუჩები. რა ლამაზია.

-არც მე მინდა გატკინო! მაგრამ, სანამ ფეხს ჩემს წინაშე დააბაკუნებ და უკითხავად გაიქცევი იცოდე, დაისჯები!-მითხრა და თვალები ნელა დაახამხამა.

-და რა ვალდებული ვარ, რომ ასე მოვიქცე?-ძლივს წარმოვსთვი სიტყვა ბაგეებიდან.

-ვალდებული და უფრო მეტიც ხარ! უსირცხვილოვ! ხომ არ დაგავიწყდა მე შენ დაგეხმარე!-მითხრა და ტელევიზორის პულტი მომაწოდა.

ლუციფერი/დასრულებულიWhere stories live. Discover now