იისფერი ვარდის ფურცლები

1.8K 146 10
                                    

ჯენის P.O.V
ვერ ავღწერ თუ როგორი ბედნიერი ვარ ეს დღეები. გართობა არ მბეზრდება. რა კარგი შეგრძნებაა, როცა უფროსი თაობა შენთვის ნატურალურ წვენს გამოწურავს და ზრდილობიანად მოგართმევს ასაკის მიუხედავად. მომწონს, როცა სოლარს ვეხმარები სამზარეულოს საქმეებში.

ის ხშირად მეუბნება, რომ თეჰიონმა სწორი არჩევანი გააკეთა, როცა ამირჩია. ეს სიტყვები ძალიან მახარებს. მომწონს, როცა მე და ჰვინი ყოველ დილით, ყავას მივირთმევთ და თავის ახალგაზრდობის ამბებს განვიხილავთ. დამიჯერეთ, ჯიმინისა და სუჯინის კიკლაობებზე საინტერესოს ვერაფერს ნახავთ.

ყოველდღე, რამდენჯერმე თეჰიონი გამზავებლად, ბომგიუსა და იეჯის შუაში დგება. ლისა ხშირად გვიღებს ხოლმე საინტერესო ოჯახურ ფოტოებს. განსაკუთრებით მე და თეჰიონს. ბატონი ლი და ბატონი ჯონგინი სახლში სტუმრებივით არიან.

ბატონი ჯონგინის იუმორი ძალიან მიყვარს, ბატონი ლი კი გაცვეთილი ხუმრობებით მოძრაობს. და რა იქნება ოჯახი, რიუჯინის გარეშე, რომელიც ყველას აწვალებს, მათ შორის მეც, ერთხელ ჩაიში მარილი ჩამიყარა.

"მოსამსახურეები" ეს ტერმინი ჩვენს სახლში არ არსებობს! ჩვენს სახლში მხოლოდ "დამხმარეები" ცხოვრობენ, რომელთაც სოლარი, ყოველდღე უნაწილებს საჭმელ-სასმელს.

-ჯენი! წამოდიიი!-მეუბნება სუჯინი და ხელს მაგრად მჭიდებს.

-ხო, მოიცა.-მას მის ოთახში შევყავარ, იქ სადაც ყველანი სხედან და მელოდებიან.

-მე ვიცი, როგორი კაბაც უნდა შეგიკერო!-თქვა სუჯინმა.

-სუჯინ, იქნებ ჯერ გკითხო, თუ როგორი კაბა უნდა?-თვალები აატრიალა ლისამ.

-არა იყოს სუჯინის გემოვნებას ვენდობი, ის ხომ საუკეთესო დიზაინერია.-ჩავილაპარაკე და სუჯინს დაველოდე, რომელიც ჩემთან თეთრი ფურცლებითა და შავი მარკერით მოემართებოდა.

-ხო მართლა თეჰიონი და ბომგიუ სად არიან?-ვიკითხე და ოთახი შევათვალიერე.

ლუციფერი/დასრულებულიTahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon