ჯენის P.O.V
უგემრიელესი არომატი, ჩემს ოთახამდე აღწევს. თვალებს ვახელ და ცარიელ ოთახს ვხედავ. თეჰიონის ბოქსერი ქვემოთ აგდია. ამას აქ რა უნდა?აბაზანაში შევდივარ, მინდა იმ ამაზრზენი ადამიანის შეხებების კვალი ჩამოვირეცხო, რომელმაც გუშინ "მაწამა".
და რას იტყვით ჩემს ბედზე? შევედი და სრულიად შიშველი თეჰიონი გამეჩხირა თვალებში, რომელიც შხაპს იღებდა. ორთქლი, რომელიც მის სექსუალურ ფორმას ფარავს. ეს ყველაფერი აღმაგზნებს.
მან ვერც კი შემამჩნია, ისე მივაღწიე აბაზანის კარემდე, უკან გასაღწევად. სწორედ ამ მომენტში დავინახე წყლის წვეთები, რომელსაც თავი ერთად მოეყარა და უკვე გაბევრებულა. ყველანაირად ვეცადე ამ წყლის გორას დავღწეოდი, მაგრამ პირდაპირ შიგ ჩავაბიჯე და გავსრიალდი. ჯანდაბა.
აი ჩემი ბედი. ღმერთო, საწამებლად რატომ გამაჩინე? დავინახე თეჰიონი, რომელიც მოულოდნელობისგან შეკრთა და თავი კაბინიდან გამოჰყო. პირსახოცი წელს ქვემოთ შემოიხვია და ხელში ამიყვანა.
საძინებელში გამიყვანა და საწოლზე დამაწვინა. დამცინავად დამიწყო ყურება და მითხრა:
-ეს იცი რისი ბრალია? რომ მიჭყიტინებ შორიდან და ახლოს არ მეკარები.-თქვა თუ არა სველი თმები უკან გადაიწია და მომიახლოვდა.
-რატომ უნდა მოგეკარო.-ამოვბედე ბაგეებიდან.
-რატომაც არა. ახლა კი ჩაიცვი და მეორეჯერ ამ ბავშვური საღამურით არ დამენახო.-ოჰ გასცა მომდევნო ბრძანება, ბოსსმა.
YOU ARE READING
ლუციფერი/დასრულებული
Romance"-შენი?! რატომ?! რატომ ვარ შენი?! მიპასუხეეე! შენ მე არ გიყვარვარ! მე შენი ძუკნა ვარ სხვა არავიიინ!"