საპატიებელი არაფერია

2.2K 161 28
                                    

ჯენის P.O.V
თეჰიონმა, კარი გააღო და ორი ადამიანის ნაცნობი სილუეტი დავინახეთ. სიმშვიდე ჩამოვარდა, თვალებს ერთმანეთს ვერ ვუსწორებდით.

-შენ?

-ხო რა იყო არ შემომიშვებ?-ამბობს ჯონგუქი. მე კი ყველაზე მეტად ის მიკვირს, მის გვერდზე როზე რატომ დგას.

-შემოდი.-ამბობს თეჰიონი და ჯონგუქს წინ მიუძღვის მე კი შეშინებული ვუყურები. მეშინია ჯონგუქმა, თეჰიონს რამე არ დაუშავოს.

-კარგად მოწყობილხართ.-ამბობს
ჯონგუქი, ირონიულად და სახლს ათვალიერებს.

-ჯენიი, მომენატრეე!-მიახლოვდება როზე და თბილად მეხუტება, მაგრამ იმდენად შეშინებული ვარ, რომ ორი სიტყვის მეტს ვერაფერს ვამბობ.

-მეც, როზე.-მის სილუეტს ვეხუტებოდი, მაგრამ თვალები, გამუდმებით თეჰიონისკენ მიმირბოდა.

-ხომ არ გაწვალებს ეს დესპოტი?-მითხრა და თეჰიონს ზიზღის თვალით გახედა.

-ა-არა.-ნაძალადევად გავუღიმე და სახლში მივიპატიჟე.

თეჰიონის P.O.V
იმ ამბის შემდეგ ჯონგუქთან საუბარი არ მაწყენდა, მითუმეტეს მაშინ როცა თვითონ მესტუმრა და ამის ყველაზე დიდი მიზეზი ის არის, რომ ჩემი მამიდაშვილი აღმოჩნდა.

  ახლა კი ისე მოხდა ცალკე ოთახში, მარტონი ვზივართ და ველოდებით, პირველი ვინ ამოიღებს ხმას.

-მიგისაკუთრებია.-მითხრა და ცინიკურად ჩაიცინა.

-ის ჩემი საკუთრება არ არის! უბრალოდ შემეცოდა და დავეხმარე!

-მაშ, ამ სახლში რატომ აცხოვრებ.-წარბი ზემოთ ასწია.

-ჯანდაბა.-თვალები მოვიფშვნიტე.-მე ის მართლა შემიყვარდა.-ვთქვი და ტუჩი ნერვიულად მოვიკვნიტე.

-დამალვა არ ღირს, შენ მაინც ჩემი საუკეთესო მეგობარი იქნები. მინდა ბედნიერი იყო მართლა.

-მადლობა, გუქ.-ვუთხარი და გადავეხვიე.

ჯენის P.O.V

ლუციფერი/დასრულებულიWhere stories live. Discover now