ყვედრება

2.5K 183 24
                                    

ავტორის P.O.V
საღამოს 7 საათი
თეჰიონს, ჯენი საცხოვრებელი სახლიდან მოშორებით, უდიდეს ბარში მიჰყავს. ჯენი ნერწყვს ძლიერად ჰყლაპავს და მანქანიდან გადმოდის. თეჰიონს გვერდზე უდგება და მის ბრძანებას ასრულებს.

-ხელი ამომხვიე.

-ეს სად მომიყვანე?!-ამბობს შეშინებული ჯენი და თეჰიონს ხელს მაგრად უჭერს.

ჯენის P.O.V
ბარში კანკალით შევდივარ, რადგან მგონია, რომ იქაურობა თეჰიონის ნაირებით იქნება სავსე. ამის მიუხედავად თეჰიონის მკლავში, ხელი ამომიხვევია და არ ვუშვებ.

შევედით თუ არა ვიგრძენი, მოსაწევის და ალკოჰოლის სურნელი. ის სურნელი რომელზეც ძლიერი ცემინება ამიტყდა. ჯანდაბა, უკვე მეშინია რადგან ვიცი, რომ თეჰიონს შევარცხვენ.

-არაუშავს, მეც ალერგიული ვარ ამ სუნზე.-თქვა და დააცემინა.

სერიოზულად? ადამიანი რომელიც მთელი დღეები ნარკოტიკების გადაზიდვით იყო დაკავებული, ახლა ალერგიულიც გახდა.

რას ვხედავ? ზუსტად ჩემი ტანის გოგონას, შავი თმითა და დიდი თვალებით. ლამაზია, სექსუალურიც. ალბათ ეს ჯისუა.

-წესიერად მოიქეცი.-ჩამჩურჩულა თეჰიონმა და ღვინის წვრილ ფეხიანი ჭიქა ხელში შემომაჩეჩა.

-თეჰიონ, როგორ მომენატრეე!- ნელნელა მას უახლოვდება და ბაგეებისკენ საკოცნელად მიიწევს. თეჰიონიც კოცნითვე პასუხობს, რაზეც წითელი მენთება, ოფლდენა მიხშირდება და ნერწვს ძნელად ვყლაპავ. "ამას მე ვინ ვგონივარ?" ვფიქრობ და ღვინის ჭიქას, ბოლომდე ვცლი.

-ეს ვინ არის?-დამცინავად შემომხედა ჯისუმ და თეჰიონს გახედა.

-ჩემი საცოლეა.

-სერიოზულად?

-რაიყო სილამაზე აკლია თუ სექსუალურობა.-თვალს უკრავს ჯისუს და უღიმის.

-ხო რავიცი...-ამბობს ჯისუ და სახეს უსიამოვნოდ აბრუნებს. თეჰიონი სხეულის ენით მანიშნებდა, რომ მისთვის საჩუქარი გადამეცა.

ლუციფერი/დასრულებულიWhere stories live. Discover now