მწვანე კაბა

1.9K 147 10
                                    

ლისას P.O.V
2 დღის შემდეგ
არავის სჯერა, რომ ეს ყველაფერი მე გავაკეთე. დიახ...ასე არ ყოფილა! ეს მე არ გამიკეთებია, მაგრამ მაინც დუმილს ვირჩევ! მირჩევნია ვდუმდე და ამ გისოსებში ვიჯდე, ვიდრე დედაჩემის სიკვდილს ვუყურო.

ჩემი ცხოვრების განმანადგურებელი, რომელსაც ამ მომენტამდე საუკეთესო მეგობრად ვთვლიდი. ეს ყველაფერი მან გამიკეთა და ბიძაშვილსაც გადამამტერა.

იერინი! რომელსაც ჯონგუქი შეუყვარდა და ჭკვიანურად გამომიყენა თავისი გეგმისთვის. საკუთარი თავი მეზიზღება! ეს როგორ გავუკეთე უდანაშაულო ადამიანებს!

-ლისა, თქვენთან მნახველებია.-საკანში პოლიციელი შემოვიდა და ცივი მზერა მესროლა.

მივუახლოვდი, მან კი კარი გამიღო. რამოდენიმე კოლიდორი მასთან ერთად გავიარე. ბოლოს კი იმ ოთახს მივადექი სადაც ერთად უამრავი მაგიდა დგას, რამდენიმე უხეში აგებულების სკამით. სხეული ამიკანკალდა როცა ოთახში თეჰიონი დავინახე. თავი ქვემოთ ჩავხარე და სინანულით დავჯექი მის წინ.

-გამარჯობა, ლისა.-ხელები მაგიდაზე დააწყო და მკაცრი ტონით ამომხედა.

-გ-გაგიმარჯოს...-ვუთხარი ხმის კანკალით.

-რას იტყვი?-მანქანის გასაღები ჯიბიდან ამოაძვრინა და რკინის მაგიდაზე რამდენჯერმე გაახახუნა.

-თეჰიონ...რა უნდა ვთქვა?

-ვიცი რომ შენ ეს არ გაგიკეთებია!-მისი ბოხი ხმა ისე ამოუსვა ზემოთ მოულოდნელობის შევკრთი.

-კ-კი!-ვცდილობდი სიმართლე არ ამომეშვა, გაუჩერებელი ბაგეებიდან, მაგრამ ტვინი მხოლოდ იმას მკარნახობდა, რომ სიმართლე უნდა მეთქვა.

-ნუ მეწინააღმდეგები!

-თეჰიონ...მეშინია.-ვუთხარი და მარკვენა თვალის კუთხიდან საწყლად წამოსული ცრემლი ვიგრძენი.

ლუციფერი/დასრულებულიWhere stories live. Discover now