შავი ქვიშა

2K 162 17
                                    

თეჰიონის P.O.V
სახლში შესულს, ულამაზესი სუფრა დამხვდა გაშლილი. მაგიდაზე, უგემრიელესი ნამცხვრები იდო, რომელსაც ზედ მარწყვის, ალუბლის, ჟოლოს და მოცვის მარცვლები მოჰყროდა თავზე.

-რა გემრიელი, სურნელი ტრიალებს ჩემს სახლში.-დავიყვირე და ჟოლოს ნამცხვარი ხელში დავიჭირე.

-აბა, თუ გამოიცნობ, დღეს რა ხდება?-მეორე ოთახიდან ჯენი გამოვიდა, რომელსაც ხელში, სახლში გამოწურული, ალუბლის და ფორთოხლის წვენი მოჰქონდა.

-რა ხდება?-გაკვირვებული სახით ყურება დავიწყე და გვერდულად ჩავიცინე.

-შენ, რა არ გახსოვდა, რომ დღეს ჩვენი გაცნობიდან ზუსტად 1 თვე გავიდა?-თქვა ჯენიმ და მომიახლოვდა, ხელები კისერზე ჩამომადო და ვნებიანად დაეწაფა ჩემს ტუჩებს.

-შენი, ტუჩები...-ვუთხარი ღიმილნარევმა და ცხვირზე ვაკოცე.

-მალე, დედიკოს გოგო გვეყოლება.-თქვა და თავი, თავზე ნაზად მიმადო.

-შენსავით ლამაზი იქნება.-ვცდილობდი ყოველთვის თბილად მიმართა იმის და მიუხედავად, რომ ეს არ იყო საჩემო.

-იმედი მაქვს შენსავით გამჭრიახი.-თვალი ჩამიკრა. სწორედ ეს მომენტი ჯიმინის ზარმა შემაწყვეტინა, ვცდილობდი არ მეპახუხა და დამეიგნორებინა მისი ზარი.

-არ უპასუხებ?-მითხრა ჯენიმ და ტელეფონზე მიმანიშნა, რომელიც შარვლის უკანა ჯიბეში მედო. ტელეფონი ამოვიღე და ვუპასუხე.

"-გისმენ, ჯიმინ
-საშინელება მოხდა, თეჰიონ.
-რა მოხდა?
-გთხოვ ჯონგუქის სახლში მოდი!
-ამის დედაც, რა ჯანდაბაა."

ზარი გავთიშე, ეზოში გავედი და მანქანაში ჩავჯექი. პირდაპირ ჯონგუქის სახლისკენ გავეშურე. ჯენის დავურეკე და სიტუაცია ავუხსენი. სულ მალე ჯონგუქის სახლში მივედი. სახლის კარი შევაღე და უამრავი პოლიცია დავინახე. ისინი ყვითელი ლენტით ადგია ღობავდნენ.

ლუციფერი/დასრულებულიWhere stories live. Discover now