100 თეთრი ვარდი

2.2K 162 16
                                    

ჯონგუქის P.O.V
"-ჯონგუქ, ვერაფრით გიკავშირებოდი, ნამჯუნი ვარ, როზემ ვენები გადაიჭრა და საავადმყოფოში წავიყვანე, იქ მოდი ყველაფერს აგიხსნი."-სიტყვები ხმის კანკალით ამოვიკითხე.

-ჯიმინ, მანქანა დაქოქე!-ხმამაღმა ვიყვირე, სუნთქვა გახშირებულმა და მაშინვე მანქანაში ჩავჯექი.

-ჩქარა, საავადმყოფოსკენ!-ჯიმინმა მაშინვე დაქოქა მანქანა. უკან ვიყურებოდი და ვხედავდი, ჩემს მიერ ნაყიდ ვარდებს, რომლის ფურცლებიც ქარს აქეთ-იქეთ მიმოეფანტა.

საავადმყოფოში
საავადმყოფოში მივედი და დავინახე, ექიმების მთელი არმია, რომლებიც როზეს პალატასთან იდგნენ და ყველა იქ მყოფს ამშვიდებდნენ. ჯენი, თეჰიონი, ნამჯუნი, იუნგი, ჯინი, ჰოსოკი ამ სიას კი მე და ჯიმინიც დავემატეთ.

გული ამიჩქარდა, სუნთქვა მეკრებოდა, როცა დავინახე დამწუხრებული ექიმი, რომელიც რეამინაციის ოთახიდან გამოვიდა.

-რა სჭირს როზეს?-იკითხა ჯიმინმა.

-ი-ის...

-ჩქარა თქვით!-დაიყვირა ანერვიულებულმა ჯენიმ.

-მაპატიეთ, მაგრამ ის დაიღუპა.-თქვა დანანებით ექიმმა და თავი დამნაშავესავით ჩახარა ქვემოთ.

ვერ აგიღწერთ რა ვიგრძენი ამ წამს. რამხელა დარტყმა ამ სამყაროსგან. მე მან სულ სხვა ადამიანად მაქცია, მაჩუქა ახალი სიცოცხლე და ახალი სამყარო. რა დასანანია, რომ მის გვერდით მხოლოდ 1 თვე მომიწია ცხოვრება.

-არა! რაღაც შეცდომაა!-ამბობდა ჯენი და თვალებიდან უცოდველად ჩამოედინებობა მრავლის მთქმელი ცრემლები.

იქამდე ვიდექი გაშეშებული სანამ, ჯენისთან დასახმარებლად თეჰიონი მივიდა. იუნგი და ჯიმინი მაგრად მომეხვია.

საკუთარ თავს რამდენჯერმე ვუჩქმნიტე რადგან თავი სიზმარში მეგონა. ცა მოიღრუბლა და ზუსტად მაშინ წამოვიდა, კოკისპირული წვიმა, როცა როზეს ცხედარი რეამინაციიდან გამოიყვანეს. მისი ვარდიფერი, ლოყები გათეთრებულიყო. მის სხეულს შორიდან ვუმზერდი და ვერ ვეკარებოდი. მეშინოდა, რადგან ვიცოდი ვერასდროს შევეხებოდი.

ლუციფერი/დასრულებულიTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang