loneliness is not
one colour;
evergreens stand
on a mountain
autumn dusk.NAKAJŌ FUMIKO
(Trans: Michael Haldane)***
კარზე კაკუნია.
ოთახში გამეფებულ თითქმის იდეალურ სიჩუმეში ხმაური ექოდ ისმის და საწოლზე ზურგით გაწოლილ ბიჭს აიძულებს, რომ ყურადღება მასზე გადაიტანოს.
კაკუნის გულისგამაწვრილებელი ხმა კიდევ ერთხელ ეხეთქება მის სმენას და ბიჭმა იცის, რომ ამჯერად თავს ვერ დაიძვრენს.
საწოლზე ზურგით, ვარსკვლავის პოზაში წევს და ჭერს უაზროდ შესცქერის. კონკრეტულად არაფერს უყურებს, მისი მზერა უმისამართოა, უბრალოდ სივრცეს ძალიან დიდი მონდომებით გაჰყურებს და თვითონაც არ იცის, რატომ აკეთებს ამას.
უკვე სათვალავი აერია მერამდენე საათია ასე, ერთ პოზაშია გაშეშებული და უბედურება ის არის, რომ ოდნავადაც კი არ აწუხებს ეს ამბავი.
სახეზე არაფერი აწერია სიცარიელის გარდა. ერთი ემოციის ამოკითხვაც კი შეუძლებელია მასზე.ბიჭი ცარიელია.
უკვე მესამედ აკაკუნებენ ოთახის კარზე და ამჯერად კაკუნს ვიღაცის ძახილიც მოჰყვება:
- ბატონო თეჰიონ, მამათქვენი ქვემოთ გელოდებათ, ვახშმის დროა.
- არ მშია.- რამდენიმე წამის დაგვიანებით, უგულოდ პასუხობს ბიჭი.
- მამათქვენმა გადმოგცათ, რომ აუცილებელია.
თეჰიონი თვალებს ხუჭავს გაბრაზება რომ არ შეიმჩნიოს. დასამშვიდებლად ღრმად სუნთქავს და ბოლოს, საწოლიდან ნელა დგება, ტანსაცმელს ისწორებს და ოთახიდან გადის.
მამამისი სასადილო ოთახში, მაგიდის თავში იჯდა საქმიანი მზერით და თითებს მაგიდაზე ათამაშებდა.
თეჰიონმა იცოდა, ასე იმიტომ იქცეოდა, რომ გაბრაზებული იყო მისი დაგვიანების გამო, მაგრამ ოდნავადაც კი არ აღელვებდა ეს ფაქტი.
YOU ARE READING
𝑺𝒄𝒚𝒍𝒍𝒂 𝒂𝒏𝒅 𝑪𝒉𝒂𝒓𝒚𝒃𝒅𝒊𝒔
Fanfictionჯონგუკმა არ იცოდა, თუ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის ასეთი რთული იქნებოდა. კიმ თეჰიონი კი ამ სირთულეს საერთოდ არ ეხმარებოდა.