joy has been excised
from the ocean;ZŌGA SHŌNIN
✰✰✰✰
ის დღე ჩვეულებრივად დაიწყო.
ისე, როგორც ჩვეულებრივი დღეები იწყება ხოლმე.
მოღრუბლული იყო, მაგრამ სადღაც შორს მაინც ანათებდა მზე. ჩვეულებრივ ისმოდა ჩიტების ჭიკჭიკის ხმა, ჩვეულებრივ ქროდა ქარი და თეჰიონც ჩვეულებრივ იჯდა თავის ოთახში და ხატავდა, როცა შეატყობინეს, რომ მასთან სტუმარი იყო და ქვემოთ ელოდებოდა.
დაბნეული წამოდგა და მისაღებამდე გზას სწრაფი ნაბიჯით გაუყვა.
ადგილზე მისულს, დივანზე მჯდომი ბექიონის დანახვისას თვალები გაუფართოვდა.
ბიჭს ფეხი ფეხზე ჰქონდა გადადებული, ხელები დივნის საზურგეზე დაელაგებინა და აქეთ-იქით ცხვირაწეული, ინტერესით იყურებოდა.-აქ რას აკეთებ?-მაშინვე ჰკითხა თეჰიონმა და მის წინ აისვეტა.
-ოჰ, გამარჯობა, თეჰიონ!-გაიღიმა ბექიონმა და გასწორდა.- კარგად ვარ, შენ როგორ ხარ?
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ-მეთქი?!
-სტუმრებს ასე ხვდები?-შეუტია ბექიონმა.- ჩემი მეგობარი მომენატრა და მის სანახავად მოვედი. არ შეიძლება?
თეჰიონმა მხოლოდ უკმაყოფილოდ ამოიფრუტუნა და მის პირდაპირ დაიკავა ადგილი. ბექიონი მისი მეგობარი არასდროს ყოფილა და ეს ორივემ ზედმეტად კარგად იცოდა.
-სერიოზულად,-დასერიოზულდა თეჰიონი.- აქ რა გინდა?
-არაფერი, თეჰიონ! რამდენიმე თვეა ჩემს შეტყობინებებს და სადმე გასვლის შემოთავაზებებს აიგნორებ და მაინტერესებდა ცოცხალი თუ იყავი... თან უკვე ერთი კვირაა მე და ჩანიმ ვიჩხუბეთ და მოვიწყინე...
-ჰმ... ცოცხალი ვარ და კარგად ვარ. უბრალოდ გადავწყვიტე, რომ სხვანაირად ცხოვრება მინდა და ძველ ადგილებს თავს ვარიდებ.- მხრები აიჩეჩა თეჰიონმა.
ბექიონს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ნაბიჯების ხმამ და მერე ჯონგუკის ოთახში შემოსვლამ აზრები გაუფანტა.
YOU ARE READING
𝑺𝒄𝒚𝒍𝒍𝒂 𝒂𝒏𝒅 𝑪𝒉𝒂𝒓𝒚𝒃𝒅𝒊𝒔
Fanfictionჯონგუკმა არ იცოდა, თუ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის ასეთი რთული იქნებოდა. კიმ თეჰიონი კი ამ სირთულეს საერთოდ არ ეხმარებოდა.