thinking of the past,
is it but a dream
or a standing truth?
tonight I listen
to the winter rain.JAKUREN
✰✰✰✰
მას შემდეგ, რაც თეჰიონმა დარჩენილი დღე და მთელი ღამე ტირილსა და თვითგვემაში გაატარა, გადაწყვიტა, რომ უკვე ზედმეტად ბევრი ცრემლი დაღვარა და მეტი აღარ ღირდა.
ამიტომ, ტირილის გაგრძელების ნაცვლად, თავისი სევდის ფაზა ბრაზით ჩაანაცვლა და დილით უკვე ძალიან გაბრაზებული გავიდა თავისი ოთახიდან.
ბოლომდე არც თვითონ იცოდა რაზე ბრაზობდა, მაგრამ პირველ რიგში ჯონგუკზე, მერე საკუთარ თავზე...
წინა დღის მომენტები კადრებად ახსენდებოდა და მისი სიბრაზე უფრო და უფრო მატულობდა.
მერე რაღაც მოიფიქრა, სრულიად გაცოფებულმა ჩაიცვა და მამამისის კაბინეტისკენ გაემართა. კარი როგორც ყოველთვის, დაუკაკუნებლად შეაღო და კაცის შეჭმუხნილი წარბებიც დაიმსახურა.თეჰიონი თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა.
უზომოდ იყო გაბრაზებული და არც კი ფიქრობდა რას აკეთებდა. მხოლოდ ის უნდოდა, რომ ჯონგუკი გაემწარებინა და აღარასდროს დაენახა მისი სიმპათიური სახე.- შენი მანერები სადაა, კიმ თეჰიონ?!
- მანერები არ მაქვს! სალაპარაკოდ მოვედი.
- ახლა რამ არ დაგაკმაყოფილა?- მობეზრებით ამოიოხრა კაცმა.
იცოდა, რომ თავისი შვილი ურჩი და ირონიული იყო, მაგრამ სიმშვიდეს ყოველთვის ინარჩუნებდა ხოლმე და ახლა, თეჰიონის ასეთ მდგომარეობაში დანახვამ ცოტა გააკვირვა. პირველად ხედავდა მას ასეთ გაბრაზებულს.
- სასწრაფოდ ახალი ასისტენტი მჭირდება!- მბრძანებლურად ჟღერდა თეჰიონის ხმა.
- ჯონგუკს რას უწუნებ? მე ძალიან კმაყოფილი ვარ მისი მუშაობით.- ჩაეცინა კაცს.
- თავის საქმეს ნორმალურად ვერ ასრულებს!
- საიდან მოიტანე?
YOU ARE READING
𝑺𝒄𝒚𝒍𝒍𝒂 𝒂𝒏𝒅 𝑪𝒉𝒂𝒓𝒚𝒃𝒅𝒊𝒔
Fanfictionჯონგუკმა არ იცოდა, თუ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის ასეთი რთული იქნებოდა. კიმ თეჰიონი კი ამ სირთულეს საერთოდ არ ეხმარებოდა.