wondering how you
have been of late, as the breath
of snow in the wind
blows colder every day.JAKUREN
✰✰✰✰
ჯონგუკი თითქმის სამი კვირის შემდეგ დაბრუნდა თეჰიონის სახლში.
ყველაფერი უცნაურად მოხდა.
დილით ადრე, თეჰიონი ფანჯრის რაფაზე იჯდა ფეხებშემოკეცილი.
შუბლით ცივ მინას ეყრდნობოდა და ეზოს უინტერესოდ გადაჰყურებდა.
თავიდან ყურადღება არ გაუმახვილებია შორს მოძრავ ფიგურაზე. პირველი შემთხვევა არ იყო, როცა ჯონგუკი ეჩვენებოდა. მაგრამ ფიგურა თანდათან ახლოს მოიწევდა და როცა საბოლოოდ გამოჩნდა მისი სახე, თეჰიონმა თავი ძლივს შეიმაგრა, რომ ღია ფანჯრიდან არ გადავარდნილიყო.
წონასწორობადაკარგული და გონებაარეული ჩამოხტა რაფიდან და სახლის შემოსასვლისკენ გზას არეული, სწრაფი ნაბიჯებით გაუყვა.მათი გზები კიბეებთან გადაიკვეთა.
ჯონგუკი სახლში შემოდიოდა, თეჰიონი კიბეებიდან ჩამოდიოდა და ორივე მომენტალურად გაშეშდა ერთ ადგილას.
თეჰიონი თვალებგაფართოებული უყურებდა ჯონგუკს და უჭირდა დაჯერება, რომ მას რეალურად ხედადა.- ჯონგ-გუკ?! გუკ?!-სიფრთხილით იკითხა მან. ეშინოდა, რომ ამჯერადაც მისი წარმოსახვა აღმოჩნდებოდა ყველაფერი.
მაგრამ ჯონგუკმა უემოციო მზერა აარიდა და თავისი ძველი ოთახისკენ მიმავალ
დერეფანს გაუყვა.
თეჰიონს წამითაც არ უყოყმანია, ბიჭს დაბნეული აედევნა უკან. წარმოსახვაც რომ ყოფილიყო, არ აინტერესებდა. ჯონგუკს ყველა შემთხვევაში, ყოველთვის გაედევნებოდა უკან.- ჯონგუკ?!-დაჟინებით ეძახდა ის.- გთხოვ, რამე მითხარი... მამაჩემმა მართლა დაგირეკა? დაბრუნდი? გადაწყვიტე დაბრუნება?
თეჰიონი არ წყვეტდა კითხვების დასმას, ჯონგუკი კი მათ იგნორს.
ოთახში შევიდა, კარადა გამოაღო და იქიდან ჩანთა გამოიღო.- რას აკეთებ, გუკ?-ხმაგაბზარულმა ჰკითხა თეჰიონმა და მოსალოდნელი პასუხის მოლოდინში, შეშინებული აიწურა ოთახის შუაგულში.
YOU ARE READING
𝑺𝒄𝒚𝒍𝒍𝒂 𝒂𝒏𝒅 𝑪𝒉𝒂𝒓𝒚𝒃𝒅𝒊𝒔
Fanfictionჯონგუკმა არ იცოდა, თუ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის ასეთი რთული იქნებოდა. კიმ თეჰიონი კი ამ სირთულეს საერთოდ არ ეხმარებოდა.