༄ 12 ༄

988 136 14
                                    


the breeze is fresh,
the moon is bright;
come, we shall dance till dawn...

JAKUREN



✰✰✰✰

ოთახში ბნელოდა და სინათლის ერთადერთ წყაროს ფანჯრიდან შემოსული მთვარის შუქი წარმოადგენდა.
თეჰიონი საწოლში იწვა, ხელები ბალიშის ქვეშ ჰქონდა ამოდებული და მისი თვალებიდან ცრემლები იკვლევდნენ გზას.

,,ლაჩარი ხარ, კიმ თეჰიონ!
ერთი რაღაცის ბოლომდე მიყვანაც კი არ შეგიძლია..."

კარის გაღების ხმა გაისმა და ბიჭი მაშინვე გაისუსა. თვალები მაგრად დააჭირა ერთმანეთს და თავი მძინარედ მოაჩვენა.
ახლა არავისთან საუბარი არ სურდა, არავის ნახვა და არავის დარიგებები არ სჭირდებოდა.

ოთახში ჩუმად შემოვიდა ორი სხეული და კარი ფრთხილად მიიხურეს.

- სძინავს...- დაიჩურჩულა ერთ-ერთმა და თეჰიონმა მამამისის ხმა იცნო.

- ბატონო კიმ, ბიჭს სერიოზული პრობლემები აქვს...-უთხრა მეორემ.

- ვიცი, დონვუკ, ვიცი... უბრალოდ არ მეგონა, თუ ეს ასეთი სერიოზული იყო...- ამოიოხრა კაცმა.

- დღევანდელი იარების გარდა, სხვებიც ჰქონდა სხეულზე... როგორც ჩანს, დიდი ხანია ამას აკეთებს... ზოგიერთის კვალი თითქმის გაქრა, მაგრამ მაინც შეიმჩნევა.

𝑺𝒄𝒚𝒍𝒍𝒂 𝒂𝒏𝒅 𝑪𝒉𝒂𝒓𝒚𝒃𝒅𝒊𝒔Where stories live. Discover now