alone, intensely listening
to the sound of the rain
at night, even the lulls
are lonely.KUJŌ TAKEKO
***
იმ დილით, თეჰიონს რაღაც უცნაურმა შემოუტია და იმის მაგივრად, რომ დილით საწოლში დარჩენილიყო და არაფერი ეკეთებინა, ჩაიცვა, ტელეფონი აიღო, ოთახიდან გავიდა და აქეთ-იქით სიარულს მოჰყვა.
ცოტა ხნით უაზროდ დადიოდა დერეფნებში, მერე კიდევ უფრო უცნაურმა აზრმა გაუელვა გონებაში, რატომაც არაო, იფიქრა, მხრები აიჩეჩა და თავისი ასისტენტის ოთახისკენ გაუყვა გზას.
უბრალოდ კარგ ხასიათზე დადგომა და ცოტა გართობა უნდოდა და იფიქრა, რომ ასისტენტი ამაში დაეხმარებოდა. თან უკვე რამდენიმე დღე იყო მისთვის ერთი სიტყვაც არ ჰქონდა ნათქვამი და თავისი გეგმის განხორციელებაზეც უნდა ეფიქრა.ჯერ ძალიან ადრე იყო... თეჰიონს კი ინსომნია ხშირად აწუხებდა და ამ დილითაც ადრე გაეღვიძა.
მიუხედავად იმისა რომ სულ ორი საათით ეძინა, თავს უჩვეულოდ ენერგიულად გრძნობდა და ეს ფაქტი აკვირვებდა... როდის იყო თეჰიონი ენერგიულად იღვიძებდა ან საერთოდ, როდის იყო თეჰიონი ენერგიულად გრძნობდა თავს?!ასისტენტის ოთახის კარზე ნაზად დააკაკუნა და კარი რამდენიმე წამში გაუღო პიჟამაში გამოწყობილმა ბიჭმა. გრძელი, კუბოკრული შარვალი და შავი მოკლემკლავიანი მაისური ეცვა.
თეჰიონს ნებართვაც არ აუღია ისე შეიჭრა მისი დანახვით დამფრთხალი ბიჭის ოთახში და ჯერ კიდევ ასალაგებელ საწოლზე ფეხმოკეცილი ისე ჩამოჯდა, თითქოს არაფერი იყო უცნაური მის საქციელში.- რ-რამე მოხდა, ბატონო თეჰიონ?-დაბნეულმა იკითხა ასისტენტმა.
- არა, არაფერი განსაკუთრებული. - მშვიდი ტონით დაიწყო თეჰიონმა.- უბრალოდ მგონია, რომ ერთმანეთი სათანადოდ ვერ გავიცანით...- სასხვათაშორისოდ თქვა ბიჭმა და ჯონგუკის ჩამოვარდნილი ყბა რომ დაინახა, თავი ძლივს შეიკავა რომ არ გასცინებოდა.
YOU ARE READING
𝑺𝒄𝒚𝒍𝒍𝒂 𝒂𝒏𝒅 𝑪𝒉𝒂𝒓𝒚𝒃𝒅𝒊𝒔
Fanfictionჯონგუკმა არ იცოდა, თუ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის ასეთი რთული იქნებოდა. კიმ თეჰიონი კი ამ სირთულეს საერთოდ არ ეხმარებოდა.