༄ 6 ༄

948 125 5
                                    




beneath the flow
of water passing,
beautiful pebbles
resembling memories.

KASA NO IRATSUME


***

ჯონგუკს შორიდან ესმოდა თავისი აღელვებული ხმა...

უკვე მეორე შემთხვევა იყო, როცა უგონო თეჰიონი მის მკლავებში იწვა და ეს შეგრძნება საერთოდ არ მოსწონდა...
წვეულებაზე მყოფი ხალხი მათ გარშემო შემოიკრიბა, რაღაცებს ყვიროდნენ, მაგრამ ჯონგუკს მათი ერთი სიტყვაც არ ესმოდა.
გონდაკარგული თეჰიონის სახეს ხელებს ხან ნაზად, ხან უხეშად უსვამდა რომ როგორმე გონზე მოეყვანა.
მისი ტვინი ძალიან ბევრ ალტერნატივას ერთდროულად განიხილავდა და ბოლოს იმ გადაწყვეტილებამდე მივიდა, რომ სანამ სასწრაფო დახმარებას გამოუძახებდა ან საავადმყოფოში წაიყვანდა ბიჭს, ჯერ თვითონ უნდა ეცადა... ახსენდებოდა როგორ დაჟინებით უარყოფდა თეჰიონი საავადმყოფოში წასვლას და რატომღაც იფიქრა, რომ არასწორი იქნებოდა მისი პირდაპირ იქ წაყვანა. აღარაფერს ამბობდა იმ ათას პრობლემაზე, რომელსაც თეჰიონის ასეთ მდგომარეობაში კლინიკაში წაყვანა გამოიწვევდა.

დასუსტებული სხეული მოხერხებულად აიტაცა ხელში, მათ გარშემო შემოკრებილ ბრბოში გზა გაიკვალა და სააბაზანოს კარი ფეხით უხეშად შეაღო.
წარმოდგენა არ ჰქონდა რა უნდა გაეკეთებინა, პირველად ჰქონდა ასეთი შემთხვევა და ყველაფერს ის ართულებდა, რომ ისიც კი არ იცოდა, რა სჭირდა ბიჭს.
თეჰიონი ცივ იატაკზე ფრთხილად დააწვინა და გადაწყვიტა, გულის მასაჟით დაეწყო მისი დახმარება.
ამან იმოქმედა...
თეჰიონმა ძლივს-ძლივობით დააშორა თვალები ერთმანეთს და ჯონგუკმა დრო იხელთა, ბიჭი წამოაყენა, ონკანთან მიიყვანა და სახეზე ცივი წყალი შეასხა.
თეჰიონმა ამოახველა და თვალები გაჭირვებით გაახილა.

- ც-ცუდ-დად ვ-ვარ.- ამოიხავლა მან და ჯონგუკს კისერზე სუსტად მოეჭიდა.

- არ ინერვიულოთ, ბატონო თეჰიონ. საავადმყოფოში წავ...

- არა!-თვალები ცრემლებით აევსო ბიჭს და თითქოს ამ სიტყვებმა მაშინვე გამოაფხიზლეს.- მ-მანდ არ-რა!

𝑺𝒄𝒚𝒍𝒍𝒂 𝒂𝒏𝒅 𝑪𝒉𝒂𝒓𝒚𝒃𝒅𝒊𝒔Where stories live. Discover now