stepping back a little,
to the side, I looked – but
the ugly object
was no easier to see.YOSANO AKIKO
✰✰✰✰
მძინარე ჯონგუკის სახეზე მზის სხივები დათარეშობდნენ და ულამაზეს სანახაობას ქმნიდნენ.
უკვე დიდი ხანი იყო, რაც თეჰიონი იჯდა და ბიჭს დასცქეროდა მოხიბლული. ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე გაიღვიძა და მას შემდეგ, ჯონგუკისთვის თვალი არ მოუცილებია.
უცნაური ის იყო, რომ საერთოდ არ ჰბეზრდებოდა მასზე დაკვირვება და მისი ნაკვთების შესწავლა.
მზე რომ ამოვიდა და ჯონგუკის სახეზე მზის სხივები გამოჩნდნენ, თეჰიონმა იგრძნო, როგორ მიუკაკუნეს მუზებმა მენტალურად გონების კარზე და გულში უცნაური სითბო ჩაეღვარა.
მერე თვითონაც არ იცოდა რის გამო, მაგრამ ამოიოხრა და ჯონგუკს მზერა მოაშორა. მის წინ მდგარ მოლბერტს, რომელზეც ცარიელი, თეთრი ფურცელი იყო მოთავსებული, ჩაფიქრებულმა გახედა.
ჯონგუკის მზიან სახეზე ფიქრობდა, რომელიც რამდენიმესაათიანი დაკვირვების შემდეგ შეისწავლა და გონებაში ხატავდა მას.
საწოლის კიდეზე, კუთხეში იყო ჩამომჯდარი ისე, რომ საწოლის კუთხე მის ფეხებს შორის იყო მოქცეული. შიშველი ტერფებით იატაკს ეხებოდა და ტანზე უბრალო, შავი აბრეშუმის ხალათი ჰქონდა შემოცმული.როგორც იქნა ჯონგუკიც შეწუხდა მზის სხივებით, რომლებიც მშვიდად ძილის საშუალებას არ აძლევდნენ და თვალები გაახილა.
რამდენიმე წამი დასჭირდა გამოსაფხიზლებლად და როგორც კი გონს მოვიდა, საწოლის მეორე მხარე შეამოწმა, მაგრამ თეჰიონი იქ არ დახვდა.
ოდნავ წამოიწია და მაშინვე შენიშნა საწოლის კიდეზე მჯდომი ბიჭი, რომელიც გართული უყურებდა მის წინ მდგარ მოლბერტს.
თვალები მოიფშვნიტა, თავი გააქნია გამოსაფხიზლებლად და ჯერ კიდევ ნახევრად მძინარე, ტრუსის ამარა მიჩოჩდა მისკენ.
თეჰიონს ზურგიდან შემოეხვია და ზუსტად მისნაირ პოზაში დაჯდა. მისი ხელები ბიჭის მუცელზე იყო მოთავსებული, ფეხები მის ფეხებზე და თავი - თეჰიონის კისერში.
თეჰიონმა ჯონგუკის მთელი სხეული რომ იგრძნო, უცნაურმა ჟრუანტელმა დაუარა სხეულში და თავის მუცელზე მოთავსებულ ბიჭის ხელს თავისი შეახო.
YOU ARE READING
𝑺𝒄𝒚𝒍𝒍𝒂 𝒂𝒏𝒅 𝑪𝒉𝒂𝒓𝒚𝒃𝒅𝒊𝒔
Fanfictionჯონგუკმა არ იცოდა, თუ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის ასეთი რთული იქნებოდა. კიმ თეჰიონი კი ამ სირთულეს საერთოდ არ ეხმარებოდა.