༄ 28 ༄

1.9K 155 126
                                    



the flowers have returned
to their roots, the birds
are back in their old nests;
no one can tell
where spring stays.

ONO NO KOMACHI


✰✰✰✰

იასამნისფრად ბინდდებოდა...
თითქოს ჩამავალ მზეს ცაზე ფერთა კორიანტელი უნდა დაეტოვებინა, თითქოს ოქროსფერი და წითელი უნდა შერეოდნენ ნაცრისფერს, მაგრამ ამჯერად არა...
თეჰიონს საიდანღაც ახსოვდა, როგორ უთხრეს ერთხელ, რომ ყოველი დღე ახალ ცას ნიშნავდა, ახალ ფერთა გამას, ახალ სიცოცხლეს...
უამრავი ფერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ახლა მხოლოდ ორი იყო, მხოლოდ იასამნისფერი და ცისფერი.
თანაც იმ წამს იმდენად უცნაური იასამნისფერი, ისეთი ლამაზი და მომაჯადოვებელი, რომ თეჰიონს გული უჩქარდებოდა, სუნთქვა უხშირდებოდა...

მანქანაში იჯდა, მგზავრის სავარძელზე. ოთხივე მინა ჩაწეული იყო და თეჰიონს ყველა მხრიდან უხეშად ეხებოდა სახეზე ქარი, მაგრამ საწუწუნო არაფერი ჰქონდა...
ხან იასამნისფერ ცას აჰყურებდა ყურებამდე გაღიმებული, ხან მის გვერდით მჯდარ ჯონგუკს, რომელიც საჭესთან იჯდა და ეგონა, რომ ბედნიერებისგან გული გაუსკდებოდა. სიტყვებს თავს ვერ უყრიდა და ერთი ყურიდან მეორემდე გადაჭიმულ ღიმილს ვერაფერს უხერხებდა.
აღარ იცოდა რისთვის უნდა ეყურებინა, ჯონგუკისთვის თუ ცისთვის. ორივე ისეთი მომაჯადოვებელი და საოცარი იყო...
მაგრამ მისი თვალები ჯონგუკს დიდი ხნით ვერ შორდებოდნენ და მაშინ, როცა მათი მზერა ერთმანეთს ხვდებოდა ხოლმე, თეჰიონის ღიმილი კიდევ უფრო ფართოვდებოდა და გული ყელში ებჯინებოდა ბედნიერებისგან.

ერთ წამს ტიროდნენ, ერთმანეთს ეხუტებოდნენ და ბოდიშებს უხდიდნენ, მეორე წამს კი იცინოდნენ და ჯონგუკი სთავაზობდა, რომ სადმე შორს წასულიყვნენ.

- წავიდეთ!- ეუბნებოდა ჯონგუკი.

- სად წავიდეთ?

- სადმე! სადაც გინდა, სადაც გვინდა! სადმე შორს, სიწყნარეში...

𝑺𝒄𝒚𝒍𝒍𝒂 𝒂𝒏𝒅 𝑪𝒉𝒂𝒓𝒚𝒃𝒅𝒊𝒔Where stories live. Discover now