you found a path in my dream.
the mountain
is deeply in snow now.JAKUREN
***
ონკანის გადაკეტვა და კარზე კაკუნის ხმა ერთი იყო.
თეჰიონმა რეფლექსურად მიატრიალა თავი აბაზანის კარისკენ, რომელიც ოდნავ იყო შეღებული და ამის გამო, საძინებლიდან შემომავალი ხმა თავისუფლად ისმოდა.
Სხვა შემთხვევაში, ალბათ იქამდე დააიგნორებდა კაკუნის ხმას, სანამ არ მიხვდებოდა, რომ თავს ვერ დაიძვრენდა, მაგრამ ამჯერად გაიფიქრა, რომ შეიძლებოდა ჯონგუკი ყოფილიყო და აბაზანის ღია კარიდან ხმამაღლა გასძახა:- ვინ არის?
- Მე ვარ!- დაუყოვნებლივი პასუხი მიიღო ჯონგუკისგან.
Რამდენიმე წამი, სანამ პასუხს დაუბრუნებდა, თეჰიონი ჩუმად იდგა აბაზანის კაბინაში და რაღაცებზე ფიქრობდა.
Შიშველი იყო და წყლის წვეთები მის სხეულზე ნელა მიიკვლევდნენ გზას. Რამდენიმე წამის შემდეგ, თეჰიონის სერიოზული, ჩაფიქრებული მზერა ცალყბა ღიმილმა და ანთებულმა თვალებმა ჩაანაცვლეს.
რაღაც მოიფიქრა.- Შემოდი!-იგივე ტონალობაში გასძახა მან და დაელოდა, როდის შევიდოდა ჯონგუკი ოთახში.
- Სად ხარ?-ჰკითხა ოთახში შესულმა ჯონგუკმა და თეჰიონმა თავი ძლივს შეიკავა მისი საუბრის შენობით ფორმაზე რომ არ გასცინებოდა.
- Მოვდივარ.-მშვიდად უპასუხა მან და შიშველი ტერფები აბაზანის ცივ იატაკზე გადმოდგა.
უცერემონიოდ, ყველანაირი მორიდებისა და ზედმეტი ფიქრის გარეშე გააღო აბაზანის კარი და სრულიად შიშველი, მშვიდი, ნელი ნაბიჯებით წავიდა კარადისკენ, ისე, რომ ჯონგუკის ოთახში ყოფნა საერთოდ არ შეუმჩნევია.
ჯონგუკს ეგონა, რომ ადუღებული წყალი გადაასხეს...
იმდენად სწრაფად მოხდა ყველაფერი და იმდენად შოკისმომგვრელი იყო თეჰიონის საქციელი მისთვის, რომ რეაქციის დამალვაც კი ვერ მოასწრო. თვალები ისე გაუფართოვდა, ალბათ მალე გადმოსცვივდებოდა. Სხეულზე ცივმა ოფლმა დაასხა და ქვედა ყბა ჩამოუვარდა.
Სრულიად გაოგნებული უყურებდა თეჰიონის შიშველ სხეულს და მიუხედავად გაკვირვებისგან დაბინდული გონებისა, მაინც ფიქრობდა, რომ ამაზე ლამაზი აქამდე არაფერი ენახა...
მისი ხორბლისფერი, ულამაზესი კანი, რომელიც სისველის გამო თითქოს ბრწყინავდა, ჭკუას დააკარგვინებდა ნებისმიერ ადამიანს და ამას საერთოდ არ ეხმარებოდა ის ფაქტი, რომ მის გამოქანდაკებულ სხეულზე წყლის წვეთები ურცხვად დათარეშობდნენ.
Რომ გაიაზრა რაებზე ფიქრობდა და როგორი პირდაღებული უყურებდა თეჰიონს, თვალები უფრო მეტად გაუფართოვდა, თუ ეს საერთოდ შესაძლებელი იყო და ბიჭს აღელვებულმა და დაფეთებულმა მოაშორა მზერა.
YOU ARE READING
𝑺𝒄𝒚𝒍𝒍𝒂 𝒂𝒏𝒅 𝑪𝒉𝒂𝒓𝒚𝒃𝒅𝒊𝒔
Fanfictionჯონგუკმა არ იცოდა, თუ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის ასეთი რთული იქნებოდა. კიმ თეჰიონი კი ამ სირთულეს საერთოდ არ ეხმარებოდა.