in the mountain village,
windless days
are so lonely.
KUBOTA UTSUBO
***
თეჰიონმა თვალები რომ გაახილა, ოთახი უკვე საკმაოდ იყო განათებული, რაც იმას ნიშნავდა, რომ თენდებოდა და მას გუშინ მთელი დღე და ღამე ძილში ჰქონდა გატარებული.
ამდენი ხნით არასდროს სძინებია და მიუხედავად დაღლილობისა, თავს უჩვეულოდ განახლებულად გრძნობდა.თვალები გაახილა თუ არა, მაშინვე დააფიქსირა მისი საწოლისგან მოშორებით, მოუხერხებელ სავარძელზე, რომელიც სკამს უფრო ჰგავდა, ვიდრე სავარძელს, ჩაძინებული ჯონგუკი და მისმა გულმა ზედიზედ რამდენიმე ფეთქვა გამოტოვა. ბიჭი უხერხულად იყო მოხრილი, თავი სავარძლის მაგარ კიდეზე ედო და შორიდანვე ეტყობოდა, რომ საშინლად ეძინა.
თეჰიონს უცნაურმა შეგრძნებამ მიუღუტუნა მუცელში...
ოთახს თვალი მოავლო და მეორე, რაც დააფიქსირა ის იყო, რომ მის აბაზანას კარი აღარ ჰქონდა და უცნაური შეგრძნებები თეჰიონის სხეულში უფრო გამძაფრდა.
თითქოს გუშინ რაც მოხდა ის არ ეყოფოდა და ახლა ეს ყველაფერი უარესად რევდა მის ფიქრებს....ახლა მიხვდა როგორ მოახერხა გუშინ ჯონგუკმა ჩაკეტილ აბაზანაში შესვლა და რისი დაცემის ხმა გაიგო.
მისი გონება ქაოსმა მოიცვა.
ესე იგი, ახალმა ასისტენტმა იფიქრა, რომ მას დახმარება სჭირდებოდა და ამის გამო აბაზანის კარი შეამტვრია. მერე იატაკზე დავარდნილი ააყენა, სახე დაბანა, საწოლამდე მიიყვანა, ტანსაცმელი გახადა, საბანი გადააფარა და ეს ყველაფერი არ იკმარა, ღამითაც მასთან დარჩა.
თეჰიონის სუნთქვის რითმი უკონტროლო გახდა და სანამ თავი გაუსკდებოდა, ბიჭმა გადაწყვიტა, ამ თემაზე აღარ ეფიქრა. ისედაც არ იცოდა როგორ უნდა ჩაეხედა ჯონგუკისთვის თვალებში და როგორ მიეხვედრებინა ის უსიტყვოდ, რომ მადლიერი იყო.საბანი სხეულიდან გადაიწია და ფეხზე ფრთხილად წამოდგა. შიშველი ტერფები ცივ იატაკს შეახო და აბაზანაში შევიდა. პირში საშინელი გემოს გამო კბილები გამოიხეხა და მერე ისევ საწოლში დაბრუნდა.
საბანში ისე გაეხვია, რომ მხოლოდ თავიღა უჩანდა და ჯონგუკის მიმართულებით გაიხედა.
ძალიან დიდი ხანი თვალის დაუხამხამებლად უყურებდა ბიჭს და მზერა მაშინაც კი არ მოუშორებია მისთვის, როცა ჯონგუკი შეიშმუშნა და თვალები გაახილა.
YOU ARE READING
𝑺𝒄𝒚𝒍𝒍𝒂 𝒂𝒏𝒅 𝑪𝒉𝒂𝒓𝒚𝒃𝒅𝒊𝒔
Fanfictionჯონგუკმა არ იცოდა, თუ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის ასეთი რთული იქნებოდა. კიმ თეჰიონი კი ამ სირთულეს საერთოდ არ ეხმარებოდა.