wondering how you
have been of late, as the breath
of snow in the wind
blows colder every day.JAKUREN
***
თეჰიონი მართალია თავს უკეთესად გრძნობდა, მაგრამ ოთახიდან გამოსვლა ჯერ კიდევ არ უნდოდა.
ასე ხშირად ხდებოდა ხოლმე...
ხანდახან კარგად გრძნობდა თავს, ხანდახან კი ოთახიდან რამდენიმე დღე არ გადიოდა...
ასეთი იყო კიმ თეჰიონი.
სევდიანი და არაპროგნოზირებადი.ორი დღე იყო მომხდარიდან გასული და თეჰიონი არც იმ დღეს აპირებდა ოთახიდან გასვლას, მაგრამ დილით ჯონგუკმა მიუკაკუნა კარზე და უთხრა, რომ მამამისი თავის კაბინეტში ელოდებოდა.
ჯონგუკი პირველად ნახა იმ დღის შემდეგ და მაშინვე კომფორტის შეგრძნება დაეუფლა მთელ სხეულში.- უთხარი, რომ ცუდად ვარ...-უპასუხა თეჰიონმა და საბანი თავზე გადაიფარა.
- გადმოგცა, რომ აუცილებელია.
თეჰიონმა ამოიოხრა.
თუ მამამისი ამბობდა, რომ აუცილებელი იყო, ესე იგი, ყველა ვარიანტში მოუწევდა მისი ნახვა.
რამდენიმე წუთი უკმაყოფილოდ წრიალებდა საბნის ქვეშ, მერე ფეხზე წამოდგა და ჯონგუკმა თვალი ააყოლა მის პიჟამას.
წითელი, აბრეშუმის შარვალი და ღილებიანი პერანგი იყო. თითქოს უბრალო და არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ქსოვილისა და ფერის ეს შეხამება თეჰიონის სხეულზე გაფიქრებინებდათ, რომ ღვთიური არსება იყო.- აქ დამელოდე, მალე დავბრუნდები!- უბრძანა ჯონგუკს და ოთახი დატოვა.
დაბნეული ჯონგუკი მის ბრძანებას დაჰყვა და გადაწყვიტა თეჰიონის ოთახი დაეთვალიერებინა.
აქამდე არასდროს მიუქცევია ყურადღება დეტალებისთვის, მაგრამ ახლა იდგა და იღიმოდა, რადგან ყველაფერი ამ ოთახში თეჰიონის სახელს გაჰყვიროდა.
კედელზე რამდენიმე ნახატი ეკიდა და ყველა აბსტრაქტული, მუქ ფერებში შესრულებული იყო. მხატვრების სახელებს უყურებდა, მაგრამ ჯონგუკს არცერთი მათგანი არ ეცნობოდა.
მერე უცნაურ ნივთებს ჩამოუყვა, რომლებიც თეჰიონს ყველა კუთხეში ჰქონდა დალაგებული და ღიმილს ვერაფერს უხერხებდა.
ყველა თეჰიონის სუვენირი მას ჰგავდა. მასავით უცნაურები, მაგრამ ლამაზები და საინტერესოები იყვნენ.
YOU ARE READING
𝑺𝒄𝒚𝒍𝒍𝒂 𝒂𝒏𝒅 𝑪𝒉𝒂𝒓𝒚𝒃𝒅𝒊𝒔
Fanfictionჯონგუკმა არ იცოდა, თუ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის ასეთი რთული იქნებოდა. კიმ თეჰიონი კი ამ სირთულეს საერთოდ არ ეხმარებოდა.