༄ 20 ༄

1K 134 16
                                    


the moon is a boat,
the stars white waves,
and the clouds a sea:
how does he row,
the laurel-man,
all alone?

SUTOKU-IN

✰✰✰✰

დილის ათი საათი იყო.
თეჰიონი და ჯონგუკი თეჰიონის საწოლზე იწვნენ. ჯონგუკის ერთი ხელი თეჰიონის გამხდარ წელზე იყო შემოხვეული და მისი სხეული თავისაზე ჰქონდა აკრული. თეჰიონს ჯონგუკის კისერი ეჭირა ხელებით და უკვე ათი წუთი იყო ერთმანეთს კოცნიდნენ.
ტუჩებს ვერცერთი ვერ გრძნობდა და მათი წინ გამოწეული ქვედა ნაწილები მტკივნეულად ეხებოდა ერთმანეთს, მაგრამ საწუწუნო არაფერი ჰქონდათ...

რამდენიმე წუთის წინ ჯონგუკს უბრალოდ აინტერესებდა ეღვიძა თუ არა თეჰიონს და შესამოწმებლად ოთახში ააკითხა, მაგრამ პიჟამაში გამოწყობილი ბიჭი რომ დაინახა, რომელიც საწოლზე ვარსკვლავის ფორმაში იყო გაწოლილი და ხმამაღლა ამთქნარებდა, აღარაფერი ახსოვდა.
მას შემდეგ კი ასე იყვნენ: ერთმანეთზე აკრულები და დიდხნიანი კოცნის გამო ტუჩებდასიებულები.

ჯონგუკმა ნელა შეაცურა ხელი ბიჭის მაისურის ქვეშ, მის გლუვ კანსა და უნაკლო მუცელს წაეთამაშა, მერე მთელი ტორსი ნელა მოიარა მისხმა ხელმა და თეჰიონის ბაგეებს გაუცნობიერებელი, ჩახშული კვნესა დასცდათ ჯონგუკის შეხების გამო.

- ო, არა... არ გინდა.- ბიჭს ტუჩები ნელა მოაშორა და გამაფრთხილებლად ამოიჩურჩულა ჯონგუკმა.- ახლა არა...

- რატომ არა?!- გამომწვევად უპასუხა თეჰიონმა და ჯონგუკს გაეღიმა.

- ახლა არა, თე, სახიფათოა.

- კარგი რა, ჩემს ოთახში არავინ შემოდის, ვერ ხედავ?

- სხვადროს...- ნაზად გაიღიმა ჯონგუკმა და თეჰიონმაც უკმაყოფილოდ დაუქნია თავი.

ჯონგუკმა ღრმად ამოისუნთქა, თავი ბიჭის კისერში ჩარგო, მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა და მთელი ტანით დააწვა ზემოდან თეჰიონის სუსტ სხეულს.
უყვარდა, როცა ასე მძაფრად გრძნობდა მასთან სიახლოვეს და უყვარდა, როგორ რეაგირებდა მისი გული და გონება ამაზე. თეჰიონი ის რელაქსაცია იყო, რომლის ფუფუნებაც ჯონგუკს არასდროს ჰქონია. მისი სხეული, სურნელი, ხმა, გამოხედვა და ყველაფერი თეჰიონში, ჯონგუკს სიმშვიდის შეგრძნებას უტოვებდა. თითქოს შეუძლებელი იყო რამე ცუდი მომხდარიყო მის ცხოვრებაში, როცა მის გვერდით კიმ თეჰიონი არსებობდა.

𝑺𝒄𝒚𝒍𝒍𝒂 𝒂𝒏𝒅 𝑪𝒉𝒂𝒓𝒚𝒃𝒅𝒊𝒔Where stories live. Discover now