༄ 9 ༄

1K 129 27
                                    




together tonight;
tomorrow the mountain path
will come between us,
and I shall reside alone
in my hermitage again.

JAKUREN

***

კიმ თეჰიონს ჯონგუკი ჭკუიდან გადაჰყავდა.

გადაჭარბებისა და გაზვიადების გარეშე, თეჰიონის გამო, ჯონგუკი ჭკუიდან გადადიოდა...
ვეღარაფერს აკეთებდა ისე, რომ მასზე არ ეფიქრა. ვერ ეძინა, ვერ ჭამდა, ვერ სვამდა, ვერ დადიოდა, ვერ სუნთქავდა და უკვე ვეღარც არსებობდა...
თეჰიონი ერთი წამითაც კი არ აძლევდა საშუალებას, რომ სხვა რამეზე მოეხდინა კონცენტრაცია და ამ ყველაფერს, ჯონგუკი სერიოზულად გადაჰყავდა ჭკუიდან.

ყველაფერი კი ორი კვირის წინ დაიწყო...

იმ დღის შემდეგ, როცა ჯონგუკმა კვების ახალი განრიგი შესთავაზა, თეჰიონი უჩვეულოდ ენერგიული გახდა და წამს არ ტოვებდა, რომ ჯონგუკის ჭკუიდან გადაყვანა არ ეცადა.
ჯონგუკმა არ იცოდა რატომ აკეთებდა ამას, მაგრამ თითქმის დარწმუნებული იყო, რომ მისი ყველა საქციელი წინასწარ დაგეგმილი იყო და არც იმას გამორიცხავდა, რომ თეჰიონს მისი გაგიჟების გეგმა ჰქონდა შემუშავებული.
არც ამის თქმისას აჭარბებდა...
თითქმის ზუსტად იცოდა, რომ თეჰიონს თავის ბლოკნოტში გეგმა ჰქონდა შედგენილი სახელად: ,,როგორ გადავიყვანოთ ჭკუიდან ჩვენი ასისტენტი" და მისი გეგმა წარმატებით მუშაობდა, რადგან ჯონგუკს წარმოდგენა არ ჰქონდა კიდევ რამდენს გაუძლებდა.

ყოველდღე უკვე წინასწარ დაღლილი იღვიძებდა და მისი დილის გამამხნევებელ რუტინას ახალი ანტი-თეჰიონ მოქმედებები ჰქონდა დამატებული.
ყოველ დილით, ჩაცმული იდგა ხოლმე სარკის წინ და თავის თავს აფრთხილებდა, რომ ძლიერი უნდა ყოფილიყო და თეჰიონის ბავშვურ გეგმებს არ დანებებოდა.

ჯონგუკი მაშინ ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა, რომ ეს შეუძლებელი იყო.

იმ დღის მერე თეჰიონი უცნაურად იქცეოდა...
მეორე დღესვე, ჯონგუკი თავის ოთახში დაიბარა. შესვლისთანავე კომფორტულ სავარძელში ჩასვა, მის არცერთ შეკითხვას არ უპასუხა და უბრალოდ უბრძანა, რომ რამდენიმე საათი გაშეშებული უნდა მჯდარიყო. თვითონ ბლოკნოტი და ფანქარი ეჭირა და სწრაფად ავლებდა ხაზებს. შუა ხატვის პროცესში შეუციცხინა:

𝑺𝒄𝒚𝒍𝒍𝒂 𝒂𝒏𝒅 𝑪𝒉𝒂𝒓𝒚𝒃𝒅𝒊𝒔Where stories live. Discover now