༄ 16 ༄

967 119 6
                                    



it is a thing of sorrow,
the rustling of the rice leaves
before my hut, at evening
in the autumn wind.

JAKUREN


✰✰✰✰

უკვე მთელი დღე იყო, რაც თეჰიონი და ჯონგუკი თეჰიონის სახლში იყვნენ.
თეჰიონს ნახატის დასრულება უნდოდა და ჯონგუკიც, რა თქმა უნდა, უყოყმანოდ გამოჰყვა.
მთელი დღე ინტერესით უყურებდა როგორ ხატავდა ბიჭი და აღმოაჩინა, რომ მისი ახალი ჰობი თეჰიონზე საათობით მიშტერება იყო.
ხატვას რომ მორჩა, თეჰიონმა აბაზანაში შესვლა გადაწყვიტა. მერე ერთ მოქმედებას მეორე მიჰყვა და ბოლოს, თეჰიონიც და ჯონგუკიც ცხელი წყლით სავსე აბაზანაში იწვნენ.
ჯონგუკი უკნიდან ეხვეოდა ბიჭს და ხანდახან მხარზე ჰკოცნიდა ხოლმე.
ისეთი სასიამოვნო იყო ეს ყველაფერი, არცერთს არ უნდოდა აბაზანიდან ამოსვლა და საერთოდ არ აღელვებდათ წყალი, რომელიც უკვე გაციებას იწყებდა.

- ჯონგუკ...- მშვიდი ხმით მიმართა თეჰიონმა.

- ჰმ.- პასუხად ამოიზმუვლა ჯონგუკმა.

- მომიყევი რამე შენზე.- უთხრა და უკან მიიწია ჯონგუკს უფრო მეტად რომ მიჰყრდნობოდა, მაგრამ ბიჭის ტკივილის წამოძახილზე მაშინვე დაფეთდა. -ბოდიში, სულ დამავიწყდა. ისევ გტკივა?

- ჯერ ორი დღე გავიდა, თეჰიონ.- გაეცინა ბიჭს.- მაგრამ მალე გამივლის. რას მეუბნებოდი?

- მინდა, რომ რამე მომიყვე-მეთქი შენზე.

- არ ვიცი რა მოგიყვე... ბევრი არაფერი მაქვს მოსაყოლი. რა გაინტერესებს?

- ყველაფერი!- უყოყმანოდ უპასუხა ბიჭმა.- სად და ვისთან ცხოვრობდი სანამ ჩემთან გადმოხვიდოდი, რას საქმიანობდი, ტაეკვანდო რატომ მიატოვე, რა გიყვარს, რა არ გიყვარს... მოკლედ, ყველაფერი!

- ტაეკვანდოზე საიდან იცი?- გაოცდა ჯონგუკი და სხეული დაეძება.
სძულდა ამ თემაზე საუბარი.

- შენს რეზიუმეში ეწერა.

- აჰამ.- თავი დაუქნია და ოდნავ მოეშვა.- დედაჩემთან და ჩემს პატარა დასთან ერთად ვცხოვრობდი, სეულში. ბუსანში დავიბადე, მაგრამ თოთხმეტის ვიყავი მშობლები რომ განქორწინდნენ. მე და ჩემი ოთხი წლის და დედასთან ერთად სეულში გადმოვედით. ტაეკვანდო... ჰმ...- ჩაახველა მან.- ამ თემაზე არ ვსაუბრობ... უბრალოდ ტრავმა მივიღე და იძულებული ვიყავი შემეწყვიტა. მაშინ მხოლოდ ჩვიდმეტის ვიყავი და მომიწია იმაზე მეთქვა უარი, რაც ყველაზე მეტად მიყვარდა. სულ ესაა.

𝑺𝒄𝒚𝒍𝒍𝒂 𝒂𝒏𝒅 𝑪𝒉𝒂𝒓𝒚𝒃𝒅𝒊𝒔Where stories live. Discover now