༄ 2 ༄

994 123 17
                                    


as in ancient times,
my heart in pain
becomes a huge white bird
and mounts the sky

PRINCESS GISHI NAISHINNŌ

***

თავისი ახალი ასისტენტის ჩამოსვლის წინა ღამეს, როცა ყველას ეძინა სახლში, თეჰიონი მამამისის კაბინეტში შევიდა.
ჭიქაში ვისკი დაისხა და მამამისის დიდ სკამზე მოთავსდა.
სკამზე რამდენჯერმე დატრიალდა და ოდნავ გაეღიმა. ესიამოვნა ასე ყოფნა, თავს ავტორიტეტულ ადამიანად გრძნობდა და რამდენიმე წუთით თავს გართობის უფლება მისცა...
უჯრიდან საბუთები ამოქექა, მალევე იპოვა ის, რასაც ეძებდა და ფეხები მამამისის ძვირფას მაგიდას შემოაწყო.

თავისი ახალი ასისტენტის რეზიუმე კმაყოფილი ღიმილით გადაშალა და თან მოზრდილი ყლუპი მოსვა ჭიქიდან.

პირველ რიგში მის ფოტოს დახედა და მისი კმაყოფილი ღიმილი კიდევ უფრო გაფართოვდა. ფურცელი სახესთან ახლოს მიიტანა და ბიჭის ნაკვთებს დიდი ხნის განმავლობაში ფრთხილად და დაკვირვებით სწავლობდა.

,,ახალგაზრდა, სიმპათიური, სექსუალური და... საყვარელიც.
ცუდი არ არის..."

მისი ფოტოს ყურება რომ მობეზრდა, მეორე გვერდზე გადაშალა და მასზე ინფორმაციას ჩახედა.

სახელი: ჯეონ ჯონგუკი

ასაკი: 22

,,რა ჯანდაბაა? ჩემზე ორი წლით უმცროსია... ალბათ რაღაც აქვს განსაკუთრებული, რადგან მამაჩემმა აიყვანა." - გაუკვირდა თეჰიონს.

პროფესია: პროფესიონალი ტაეკვანდოისტი, ფიტნეს ინსტრუქტორი.

,,ჯერ მხოლოდ 22 წლისაა..."

თეჰიონმა უინტერესო დეტალები გამოტოვა და მის სამუშაო გამოცდილებას ჩახედა.
მართალია არ აპირებდა აღიარებას, მაგრამ მოხიბლული იყო ბიჭის გამოცდილებით და ამან ჩააფიქრა...
მიხვდა, რომ მამამისის სიტყვები ბოლომდე არ სცილდებოდა რეალობას და მასთან მართლა გაუჭირდებოდა თავისი ხრიკებით მოქმედება.
22 წლის ბიჭს თუ ამხელა გამოცდილება ჰქონდა, ალბათ თეჰიონი ბევრს ვერაფერს დააკლებდა.

𝑺𝒄𝒚𝒍𝒍𝒂 𝒂𝒏𝒅 𝑪𝒉𝒂𝒓𝒚𝒃𝒅𝒊𝒔Where stories live. Discover now