1.Haeri.

491 37 56
                                    

*ფოტოზე ჰარაა*





გარეთ ცივა,თან საკმაოდ.
ზამთრის სუსხი იგრძნობა მიუხედავად იმისა,რომ უკვე შემოდგომაა.

მანქანიდან ახალი გადმოსული გოგო კართან დგას და დიდ შენობას უყურებს,რომელშიც წვეულება იმართება.

შავთმიანს გრძელი,ნაცრისფერი ტანზე მომდგარი კაბა აცვია. ცალსახელოიანია,რადგან ერთი ხელი მთლანად ტატუებით აქვს დაფარული.

გრძელი თმა ლამაზად აქვს ჩამოშლილი მხრებზე. ერთის მხრივ ალამაზებს და მეორეს მხრივ,ყურსასმენს მალავს.

გოგო უკანასკნელად უყურებს შენობას,შემდეგ კი ღრმად ოხრავს და თავს გვერდზე ხრის.

შიგნით მანამ არ შევა,სანამ გარედან ყველაფერს არ შეისწავლის და მინიმალურ რისკებს არ გათვლის. თავის გადასარჩენად საჭიროა იცოდე ყველაფერი,რაც შენ გარშემო ხდება,სადაც მიდიხარ და რატომ მიდიხარ.

შენობა მაღალია,რადგან ერთ-ერთი ელიტური სასტუმროა,რომელშიც ცნობილი ადამიანები და პოლიტიკოსები ჩერდებიან. იქაურობას შესანიშნავი დაცვაც იცავს,მაგრამ არა იმდენად კარგები,რომ გოგოს აჯობონ.

გო ჰარა თავის საქმეში პროფესიონალია. ჯერ არ დაბადებულა ვინმე,ვინც მას აჯობებს.

-კიდევ რამდენ ხანს იდგები მანდ? - ესმის მობეზრებული ხმა სპიკერში.

-თუ არ გინდა ენა ამოგაგლიჯო,მოკეტე - თვალებს ატრიალებს და მოსაცმელს მჭიდროდ იკრავს.

-შედი შიგნით,წვეულებას გამოტოვებ - სისინებს ხმა ყურში.

გოგო მხოლოდ თვალებს ატრიალებს,ჩანთას მჭიდროდ ეჭიდება და შესასვლელში შედის.

-თქვენი სახელი - ამბობს დაცვა და სიაში იხედება.

-პაკ ლილი - თამამად სცემს პასუხს და დარბაზს ატარებს თვალს.

შემოსასვლელი ოქროს ლენტითაა გამოყოფილი მთავარი დარბაზისგან. იქვე,დეტექტორი დგას და ყოველ გამვლელს ამოწმებენ.

God Of WarWhere stories live. Discover now