15.Lips over Lips

135 24 23
                                    

-ანუ არანაირი სიახლე არ არის? - კითხულობს ჰარა დაბალი ხმით და ოთახში ახლად შემოსულ შავთმიანს უყურებს.

მარკს თავი დახრილი აქვს და ფურცლებში რაღაცას ეძებს.თლილი,მოვლილი თითები, თეთრი ქაღალდისთვის აქვს შემოხვეული და დრო-დრო გოგოს უყურებს.

-პოლიციაში ვიყავი - თავს სწევს და თმას იბურდავს - ასე მითხრეს,უკვე კრემაცია ჩავუტარეთ და ჰანდოგის რაიონიშია ფერფლიო.

-კრემაცია? - ჩახლეჩილი ხმით კითხულობს გოგო და სახეზე ხელებს გამოსაფხიზლებლად ისვამს.

-სხეული ისე იყო დამწვარი,რომ... - ხმა უწყდება მარკს და აცრემლებული თვალებით უყურებს გარემოს. ერთ წერტილსაა მიშტერებული და თვალებს არ ახამხამებს,ეშინია რომ ცრემლები ჯებირებს გადმოკვეთენ და თავისუფლებას ლოყებზე იპოვიან.

-მარკ... - ხმაჩამწყდარი ამბობს ჰარა,მაგარამ ბიჭი უკვე ოთახიდან გასულია.

მარკი საკუთარ ოთახში შეიკეტა და კარის ზღურბლს მიეყრდნო. პოლიციაში მისვლისას მთელი ძალების მოკრება დასჭირდა საყვარელი ბიჭის სხეულის მოსათხოვნად,ხოლო როცა ფოტოები ანახეს,თავი ძლივს შეიკავა. უნდოდა ეყვირა,ეკივლა და ბოლო ხმაზე ეტირა,მაგრამ ნიღაბს ვერ მოიშორებდა,ამიტომ ყველანაირად შეეცადა თავი შეეკავებინა.

დონჰიოკის ცხედარი ისე იყო დამწვარი,რომ ამოცნობა შეუძლებელი იყო.პოლიციამ ვინაობა თითის ანაბეჭდებით გაარკვია. შესვლისთანავე ჰეჩანი იკითხა,იცოდა რომ ეს წითურის საყვარელი ზედმეტსახელი იყო,რადგან არტემიდამ,თავად, აურჩია. ყველაფერი რაც მარკს უკავშირდებოდა,დონჰიოკის საყვარელი მოგონება ხდებოდა. ეს იცოდა მარკმა და ტანჯავდა.

აკანკალებულ თითებს ცრემლების მოსაწმენდად სწევს,მაგრამ საკუთარი თავისდა გასაკვირდად,ლოყებზე სისველეს ვერ გრძნობს. უხმოდ ტიროდა,უხმოდ გლოვობდა საყვარელ ადამიანს.

God Of WarTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang