16. Jealousy

129 20 34
                                    

-კმაყოფილი ხარ შენი საქციელით? - მანქანაში მდჯომი ბიჭი უხეშად ეკითხება გოგოს,რომელსაც თავი ფანჯარაზე აქვს მიდებული და მშვიდად სუნთქავს.

-რას გულისხმობ? - აუღელვებლად ეკითხება.

-ფეხი გაასწორე,ყველაფერი გიჩანს - მხოლოდ ამას ეუბნება თეიონი და უხეშად უხვევს მოსახვევში,მანქანას აცურებს და გარედან ბორბლების გამაყრუებელი ხმა ისმის.

ჰარა ადგილზე ტოკდება,ღვედს ქაჩავს და თავს იკავებს,თორემ ახლა ფანჯარა თავით ექნებოდა გატანილი. ფეხს უხეშად ასწორებს,კაბას იფარებს და გაცეცხლებული გამომეტყველებით უბრუნდება თეთრთმიანს,რომელიც დაძაბული ატარებს მანქანას. ცალი ხელი სიჩქარის გადამრთველზე უდევს,ცალით კი საჭესაა ჩაფრენილი. აქა-იქ უხეშად უხვევს და ყურადღებას არ აქცევს სხვა მანქანების სიგნალებს,ერთხელ შუა თითიც კი აუწია უხეშად.

-რა გემართება? - ყვირის წყობილებიდან გამოსული გოგო და მხარში ძლიერად ურტყამს ხელს,რასაც მანქანის კიდევ ერთ მოცურებას იწვევს - რა ჯანდაბა გემართება,არესს?

-არაფერი - პასუხად ბიჭიც ყვირის და მანქანას მოწყვეტით აჩერებს.

ამჯერადაც ღვედმა დაიცვა ჰერა ფანჯარის თავით გატანისგან. აკანკალებულ თითებს შავ თმაში იცურებს,საღ გონებაზე დასარჩენად მაგრად ქაჩავს და როცა ბიჭს უბრუნდება,თეიონის გაცეცხლებულ გამომეტყველებას ამჩნევს. არესი ღრმად სუნთქავდა,გულ-მკერდი სწრაფად აუდ-ჩაუდიოდა,სახე დაჭიმული ჰქონდა და ძარღვები ეტყობოდა,ხანდახან ენას გამოჰყოფდა და ტუჩებს ისველებდა,რაც მიუხედავად არასწორი დროისა,ჰარას სექსუალურად ეჩვენებოდა.

-რაღაც აშკარად გემართება - დიდხნიანი სიჩუმის შემდეგ,როცა ჰარა  თავის მოთოკვას ახერხებს,წყნარი ხმით მიმართავს ჯერ კიდევ გაცეცხლებულს.

-მე - საჭეს ურტყამს ხელს - არაფერი - ახლა ყვირის - მემართება - ახლა თან ყვირის და თან საჭეს უშენს ორივე ხელს. ყურადღებას არ აქცევს სისხლს,რომელიც ამდენი დარტყმისგან თითებს შუა მიედინება - არაფერი,გესმის? - ღრიალებს ბოლო ხმაზე.

God Of WarWhere stories live. Discover now