6.Find My killer.

160 26 23
                                    

ანერვიულებული გოგო სკამზე ზის და ფეხს ათამაშებს. ჯერ კიდევ ბავშვობიდან,ყოველთვის როცა ღელავს,ფეხებს ვერ აჩერებს.

არ იცის რა ქნას,რადგან დონჰიოკი უკვე დიდი ხანია სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ის ყოველთვის ბრუნდებოდა,რაც არ უნდა ყოფილიყო და რამდენი დროც არ უნდა წაეღო საქმეებს,ის ყოველთვის ბრუნდებოდა,მაგრამ არასდროს დასჭირვებია ამდენი ხანი.

5 წყეული დღე.

თავიდან ჰარას ეგონა,რომ რაღაც მოხდა და საქმის შესრულება ამიტომ გაუგრძელდა,მაგრამ ახლა დარწმუნებული აღარ არის.

არ იცის სად წავიდა მისი პატარა მეგობარი და რა დაემართა. შესაძლოა,საერთოდ ცოცხალიც აღარ იყოს.

ღმერთო,პოლიციისთვის შეტყობინებაც კი არ უნდა,რადგან თუ საკმარისად კარგად ამოქექავდნენ ყველაფერს,გაარკვევდნენ სიმართლესაც.

-ჯანდაბა - გაღიზიანებით ოხრავს და თითებს თმაში იცურებს. მთელი ძალით ეჭიდება და ტკივილის და მიუხედვად,მაინც არ იშორებს თითებს თმიდან - ლი დონჰიოკ,სად ჯანდაბაში ხარ? - ჩურჩულებს ჩუმად და თვალები ცრემლებით ევსება.

აკადემიიდან წამოსვლის შემდეგ არ უტირია,არც ახლა აპირებს ტირილს,მაგრამ ტკივილი და შიში იმდენად დიდია,რომ თავს ვერ იკავებს.

პატაროობაში,როცა წითელთმიანი უჩინარდებოდა,იცოდა სადაც უნდა მოეძებნა. კომპიუტერების ოთახში,რადგან ის ადგილი ერთადერთი იყო,სადაც თავს კომფორტულად და დაცულად გრძნობდა. სადაც ტექნიკა იყო,იქ იყო დონჰიოკიც.

ჰარა თავს წევს და ხელს ჰაერში გამარჯვების ნიშნად ღრმართავს. მიხვდა სადაც შეიძლება ბიჭი ყოფილიყო,მაგრამ არ დაფიქრებულა,რომ უკანასკნელ 5 დღეს მანდ გაატარებდა. თუმცა,არაფერია შეუძლებელი.

ფეხზე სწრაფად დგება და სახლს სირბილით ტოვებს. რაც მალე მივა დანიშნულების ადგილას და რაც მალე შეამოწმებს ყველაფერს,მით უკეთესი.

God Of WarDonde viven las historias. Descúbrelo ahora