თეიონი დივანზე მჯდომ გოგოს უყურებს,რომელსაც ფეხი ფეხზე აქვს გადადებული და ფურცლებს ჩაჰყურებს. თმა სახეზე აქვს ჩამოფარებული,მზერა მტკიცე და ურყევი,გამომეტყველება კი ბნელი.ბიჭს ძველი დრო ახსენდებოდა,მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ბედავდა,არ იცოდა რამის თქმისას გოგოს რა რეაქცია ექნებოდა.
-მოკლედ - ხმას იღებს ჰარა და თავს მსუბუქად,მხოლოდ იმ მიმართულებით აბრუნებს,საითაც ბიჭი ზის - ამ კომპანიის კვალს რომ გავყვეთ,სადღაც დასალიერში წაგვიყვანს - ჩაფიქრებით ამბობს,შემდეგ კი ფეხზე სწრაფად დგება.
-საით? - კითხულობს თეიონი ჩუმი ხმით,თითქოს ხმის აწევის ეშინია.
-მარკთან,რაღაც მაინტერესებს - უდარდელად ეუბნება და ბიჭის ოთახისკენ მიდის.
მარკის ოთახს ლამაზი შავი კარი ამშვენებს,რომელიც ორნამენტებითაა მორთული. ჰარა დანახვისთანავე ცნობს დონჰიოკის გემოვნებას,მაგრამ ფიქრებს უფლებას არ აძლევს მტკივნეულ ადგილას გადაიყვანონ,ამიტომ თავს აქნევს და კარზე ნაზად აკაკუნებს. შიგნიდან ხმა არ ისმის,მცირე მოძრაობის ნიშანიც კი არ შეინიშნება,მაგრამ ჰარას ეს ვერ აჩერებს,სახელურს უპრობლემოდ სწევს და შიგნით შედის.
ოთახი სასტიკად არეულია. ტანსაცმელები იატაკზეა მიმოფანტული,მაგიდაზე ფურცლები უდარდელადაა მიყრილი,თვითონ ოთახის მფლობელი კი ჩაფუთული სწევს საწოლზე და მშვიდად ფშვინავს. შავთმიანს თმა სახეზე აქვს ჩამოფარებული,მხოლოდ დაბუშტული ტუჩები მოუჩანს.წელს ზემოთ შიშველია,ამიტომ ჰარა ტატუს ამჩნევს.პირდაპირ გულზე აქვს ამოსვირინგებული ერთადერთი სიტყვა. "დონჰიოკი" . გოგოს თვალები უცრემლიანდება,ბიჭს მზერას არიდებს და ოთახს ათვალიერებს.საწოლთან რამდენიმე დაცლილი ღვინისა და არყის ბოთლები ყრია,ამიტომაც დგას ოთახში საშინელი სუნი.მარკის სამუშაო მაგიდის თავზე ფოტოებია გაკრული,ყველა აკადემიის დროინდელი. ფოტოებზე მარკი და დონჰიოკი ერთად დგანან,ხელი-ხელ ჩაკიდებული და იცინიან. ზოგიერთზე ჰარაც და თეიონიც ჩანს,კამერას უცინიან და ბედნიერები ჩანან. ბიჭს ხელი გოგოს წელზე აქვს შემოხვეული,კამერას უყურებს და ტუჩების მოძრაობის მიხედვით,რაღაცას ამბობს. გვერდით დონჰიოკი უდგას გაღიმებული სახით,მარკი კი წითურს უყურებს სიყვარულის თვალებით. ეს ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე იყო მათ ცხოვრებაში. ფოტოს ერთი ადამიანი აკლდა,რომელსაც ამჯერად გადამღების როლი შეეთავსებინა.ჰარა ნელა ადებს თითის ბალიშებს ფოტოს,ნაზად ეფერება და თვალები ცრემლებით ევსება.
VOUS LISEZ
God Of War
FanfictionARES - GOD OF WAR. APHRODITE - GODDES OF BEAUTY. ეს ორი ერთად,მომაკვდინებელია.