-ღმერთო,თეიონ,იქნებ ცოტა ჩუმად ისუნთქო? - ღიზიანდება ჰარა,როდესაც ბიჭის ხმამაღალი სუნთქვის ხმა ესმის - ვცდილობ ყურადღება მოვიკრიბო,შენ კი ხელს მიშლი.
თეიონი არაფერს ამბობს,მხოლოდ თვალებს ატრიალებს და ძმას უყურებს,რომელიც ხელზე ნაკერების დადებითაა დაკავებული. რაც არ უნდა ყოფილიყო,არ სურდა გადამწყვეტ ბრძოლას დაჭრილი ხელით შეგეგებოდა,ამიტომაც იმუშავებდა ჭრილობას ახლა.
-მაინც არ გითქვამს ვინ უღალატა აკადემიას,ვინ გაგვყიდა და ჩაგვიშვა პოლიციაში - ხმას თეიონი იღებს.
-ზუსტად არ ვიცი - საქმეს თავს ანებებს უმცროსი და უკანასკნელ ნაკერს იდებს - საქმის ფაილებში ყველაფერი არ წერია. ვეცადე პოლიციის ბაზა გამეტეხა,ამისთვის სპეციალური პროგრამაც კი დავწერე,მაგრამ არც მანდ არის რამე. როგორც ჩანს,საქმე კარგად დამალეს ან სულაც გაანადგურეს.
-სიმართლე როგორ უნდა გავიგოთ? - ჰარა სვამს იმ კითხვას,რომელზეც პასუხი ყველას აინტერესებს.
ბიჭები არაფერს პასუხობენ,ჰარა კი რაღაცის კითხვას აგრძელებს. როცა დაძაბული იყო,კითხვა ყოველთვის ეხმარებოდა,გონებას იკრებდა და ისეთ რამეს პოულობდა,რაც გამოადგებოდათ.
დრო ისე გადის,ვერც ხვდებიან. სამივე საკუთარ საქმეშია ჩაფლული და ერთმანეთს არც კი ელაპარაკებიან,მაგრამ ეს არცერთს აწუხებს. მათ იდილიას ტელეფონის ხმა არღვევს. ხმამაღლა,გარკვევით ისმის მელოდია ოთახში და პირველი ფიქრებიდან ჰარა ერკვევა,რადგან მისი ტელეფონი რეკავს.
-ღმერთო - უფართოვდება თვალები და თეიონს გაკვირვებული აჰყურებს - თეიონ!
-გისმენ? - აქცევს ყურადღებას ბიჭიც,მაგრამ მისი სახის დანახვისთანავე ღელდება - რა ხდება,ჰარა?
-ისაა...
-ის?
-ჯეჰიონია,გესმის? - ხელი უკანკალებს - ახლა რატომ რეკავს? სად იყო ეს ორი კვირა?
YOU ARE READING
God Of War
FanfictionARES - GOD OF WAR. APHRODITE - GODDES OF BEAUTY. ეს ორი ერთად,მომაკვდინებელია.