-დიდი ხანი დაგჭირდა სახლისთვის მოსაგნებად - გაბრაზებული ტონით ამბობს მარკი და ძმას შეკრული წარბებიდან უყურებს.
შავთმიანი მისაღებში ზის,ხელში დიდი ყავის ჭიქა უჭირავს და მონდომებით ყლაპავს თითოეულ ყლუპს იმისდა მიუხედავად,რომ სასტიკად ცხელია.ფეხი ფეხზე აქვს გადადებული,მეორე ხელის თითებს კი მუხლზე მელოდიურად ათამაშებს. წინ გაშლილი ლეპტოპი უდევს,საიდანაც მკაფიოდ მოჩანს რაღაც დიაგრამები და ფაილები.არაფრით გამორჩეული,წითელი პიჟამა აცვია და ახლად შემოსულ ძმას გაბრაზებით უყურებს.
-ეგრე რო მიყურებ,ბავშვს გავხარ - იცინის თეიონი და ქურთუკს მისაღებში კიდებს. თლილ თითებს თეთრ თმაში იცურებს და ისედაც აბურდულს,უფრო რევს,შემდეგ კი ძმისკენ მიდის - რა ხდება?
-ეგ ქალი მოჩვენებაა - ოხრავს მარკი და სწორდება,ახლა ნახევრად გაწოლილი არ არის. ყავის ჭიქას მაგიდაზე დგამს და რომელიღაც ფაილს რთავს,საიდანაც ფოტო ჩანს - ეს ჯესიკა კიმია,ერთ-ერთი ცნობილი ნარკოდილერის ცოლი,მაგრამ მთავარი კითხვაა ისაა,ქალია ბოსი თუ კაცი.
-რას გულისხმობ? - წარბს წევს მაღლა თეთრთმიანი,ლეპტოპს ახლოს წევს და უფრო დაკვირვებით უყურებს ქალს - არა,რეალობაში უფრო მახინჯია.
-ნახე? - გაკვირვებით ეკითხება მარკი,შემდეგ კი მხრებს უდარდელად იჩეჩავს - მისი ქმრის საქმეებს უმეტესად ეს აგვარებს.არაფერი პირადული თეიონ,მაგრამ შენთვისაც კი რთული სამიზნეა.
-აფროდიტეც ჯესიკაზე მუშაობს - თითქოს თავს იცავს თეიონი,მაგრამ ვერ ხვდება რატომ.
ადრეც უმუშავია გოგოსთან ერთად და იცოდა,რომ საქმეში პროფესიონალი იყო,მაგრამ ერთი მთავარი კითხვა არ ასვენებდა. რატომ გადაწყვიტა ჰარამ ამ ქალზე მუშაობა მაშინ,როცა მხოლოდ თეიონმა იცოდა მის შესახებ.
-რა აქვს ამ ქალს ასეთი განსაკუთრებული,რომ ორი ყველაზე კარგი ასასინი მას დასდევს? - ჩაფიქრებით კითხულობს შავთმიანი,შემდეგ კი კიდევ ერთ ფაილს ხსნის და ძმას ანახებს - ეს ფოტოები გუშინაა გადაღებული.
YOU ARE READING
God Of War
FanfictionARES - GOD OF WAR. APHRODITE - GODDES OF BEAUTY. ეს ორი ერთად,მომაკვდინებელია.