-თეიონ,გაიწიე - ისმის ბიჭის ჩუმი ხმა,რასაც გოგოს ხითხითი მოყვება - ხედს ბლოკავ.
-ჩიტაფონ ლიიჩიაპორნკულ - იმუქრება თეიონი,თუმცა სახეზე მაინც ღმილი ეპარება - სულ რატომ წუწუნებ?
-წუწუნისთვისაა დაბადებული - ამბობს გოგო და ბიჭებს მხრებზე ხვევს ხელებს - ახლა კი,გავჩუმდეთ და მზის ამოსვლას ვუყუროთ.ამისთვის არ გამოვიქეცით აკადემიიდან?
-ჩვენი პატარა ჰარა - თმას უჩეჩავს ორივე და იქვე,სახურავზე სხდებიან.
გოგო ბიჭების შუაში ექცევა და კომფორტულად კალათდება. ხელები ორივესთვის ჩაჭიდებული აქვს და სიყვარულით უყურებს გარემოს. მართალია ჯერ სიბნელეა,მაგრამ მაინც მოჩანს მზის პირველი სხივები ჰორიზონტზე,რომელიც უბრალოდ იდეალურია. შორტებით და ჰუდით ცივა,მაგრამ ხმას არ იღებს. შეჩვეულია სიცივეს და იცის,რომ ამტანობასაც აძლევს.
თეიონი ხედის მაგივრად,გოგოსააა მიშტერებული. თვალს ვერ აცილებს მის წინ გადაშლილ სილამაზეს. ჰუდიდან შავი თმა მოუჩანდა,ფეხები გულმკერდთან ჰქონდა მიტანილი და ნიკაპით ეყრდნობოდა,ცდილობდა სიცივე არ დამჩნეოდა,მაგრამ თეიონი ყველაფერს მიხვდა. საკუთარი შავი მოსაცვამი გაიხადა და ჰარას ფეხებზე გადააფარა,შემდეგ კი გაუღიმა.
-თეიონ,არ მინდა - თქვა გოგომ და მოშორება დააპირა,როცა ბიჭის ხელი მისას შეეხო.
-გეფაროს,არ მინდა შენი ლამაზი ფეხები ვინმე სხვამაც დაინახოს - ამბობს თეიონი ეშმაკურად,რის გამოც თავში წამორტყმასაც იღებს.
-მე ვიღაც ვარ? - ნაწყენი უყურებს თენი ბიჭს.
-ვიღაც არა და რაღაც კი - თვალებს ატრიალებს თეიონი - რეპტილიის სახელი გქვია.
-თენი ვარ,თენი - იღრინება ოდნავ დაბალი ბიჭი და გვერდით ჩოჩდება,ჰარას უფრო ეწებება - ჩიტაფონი დაივიწყეთ. არ ვიცი რატომ დამარქვეს.
YOU ARE READING
God Of War
FanfictionARES - GOD OF WAR. APHRODITE - GODDES OF BEAUTY. ეს ორი ერთად,მომაკვდინებელია.