19.The end of the beginning

105 20 28
                                    

გოგო მოუსვენრად დადის პატარა ზომის ოთახში,დრო და დრო კარს უყურებს და გონებაში წამებს ითვლის. დროს,რომელიც ბიჭთან შეხვედრამდეა დარჩენილი. არც კი იცის რატომ გადაწყვიტა,რომ მისთვის უნდა ეთვალთვალა,მაგრამ ამის შედეგად კარგი არაფერი გაუგია. არ იცის ვის შეხვდა იმ დღეს ბიჭი,რაზე ისაუბრეს ან საერთოდ,რატომ გადაწყვიტეს შეხვედრა,მაგრამ იცის,რომ ყველაფერს საეჭვო სუნი ასდის და ამას ასე ვერ დატოვებდა.

ჰარა კაბას უყურებს,გაღიზიანებით ქაჩავს ქვემოთ და კედელს ეყრდნობა. კვლავ აკადემიის ფორმა ეცვა. გამაღიზიანებელია ყოველდღე ასეთი მოკლე კაბით სიარული მაშინ,როცა სკოლაში ყველაზე ლამაზი გოგო იყავი და ყველა შენ გიყურებდა,მაგრამ გოგოს სხვა გზა არ ჰქონდა. ისედაც უამრავ შინაგანაწესს არღვევდა,ამასაც ვერ აუვლიდა გვერდს.მერე რა,რომ აფროდიტე იყო,ისიც ისევე უნდა დამორჩილებოდა კოდექსს,როგორც სხვები.ერთადერთი,ვისაც ყველაფერი ფეხებზე ეკიდა, ჰადესი იყო და სწორედ ამიტომ გააძევეს აკადემიიდან.არ უშველა იმან,რომ ზევსის და იყო,არანაირად.

ქერა თმაში თითებს სწრაფად იცურებს,სამაგრს იხსნის და შვებით სუნთქავს,როცა კანში აღარაფერი აღარ ერჭობა გამაღიზიანებლად. თმა მხრებზე ლამაზად ეფინება,ოდნავ აჩეჩილი,თუმცა რბილი აქვს და კმაყოფილი იღიმის. ცალი ხელით კაბას გვერდულად ხევს,ფეხს თავისუფლად დგამს და მეორეთი კი ღილებს იხსნის. ახლა ზედმეტად თავისუფალია კოდექსისა და წესებისგან,რაც სიამოვნებს.

დიდ ხნიანი ლოდინის შემდეგ,კარი იღება და სინათლე იჭრება ოთახში,მაგრამ ისევე მალე ქრება,როგორც გაჩნდა. ბიჭმა კარი ზურგს უკან მიხურა და დაინტერესებით მიაჩერდა მის წინ მდგომ გოგოს.თვალები გაფართოვებოდა,შუბლზე ოფლის წვეთები ჩამოსდიოდა და ადგილზე გაშეშებულიყო.

-დედამიწა იძახებს თენს - ბიჭის სახის წინ ხელებს იქნევს ჰარა,თან იმდენად ახლოს დგას,რომ თენი გახსნილი ღილებიდან ლამაზად ამოჩრილ მკერდსაც ხედავს - ჩიტაფონ ლიიჩიაპორნკულ,დედამიწაზე დაეშვი,ახლავე - შუბლში თითს ურტყამს და ოდნავ შორდება,რითაც ბიჭი შესანიშნავ ხედს კარგავს.

God Of WarTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang