3.Jaehyun

243 29 44
                                    

ბიჭი პატარა შენობაშია,რომლის შიგნითაც კაფეა გახსნილი.

კაფე ყველანაირი კომფორტიტაა აღჭურვილი,რომელიც ოდესმე შეიძლება ვინმეს დაჭირდეს. ეს ერთგვარი თავშესაფარი იყო იმათთვის,ვინც გარესამყაროში იმალებოდა და ცდილობდა ცხოვრებას გაქცეოდა. ეს კაფე იყო ადგილი,სადაც უნდა ყოფილიყავი ის-ვინც ხარ და არა გამოგონილი პიროვნება,როგორც გარეთ,სხვებითვის.

კაფის მეპატრონეს ყველანაირად ესმოდა მათი გულისტკენა,მათი საიდუნლოებების დამალვის უსაზღვრო სურვილი და ისიც,თუ როგორ ცხოვრობდნენ სხვაგან,აქედან მოშორებით. ერთ დროს თვითონაც ჭირდებოდა დამალვა,თვითონაც ვერ ამჟღავნდებდა ვინაობას და ეს შიგნიდან სერავდა,ანადგურებდა და მთლიანად ფიტავდა ახალგაზრდა ბიჭს.

ჯონგ ჯეჰიონი,ცნობილი როგორც ჰერმესი, ყველას მფარველი იყო,ვისაც კი ეს ჭირდებოდა.  აკადემიიდან წამოსვლის შემდეგ კაფე გახსნა,სადაც ასასინებს თავის შეფარება შეეძლებოდათ,სადაც ყველა შვებით ამოისუნთქავდა.

ასასინების სამყაროში ერთი მთავარი წესი იყო. გიყვარდეს შენიანი და დაეხმარე მას.(ეს წესი მტრებზე არ ითვლებოდა)

არც ისე დიდი სივრცე,მაგიდებითა და სკამებით იყო გადატვირთული,კედელზე მიდებული კიბე კი მეორე სართულზე აგიყვანდა. ორ სართულიანი კაფე მუდამ ხალხით იყო სავსე. ასასინებთან ერთად,ჩვეულებრივი კლიენტების ნაკლებობასაც არ უჩივოდა,მაგრამ იყო განსაზღვრული დღეები,როცა აქ ჩვეულებრივი ადამიანი ვერ შემოვიდოდა.

აქ იმართებოდა მნიშვნელოვანი შეკრებები,თათბირები. აქ ხვდებოდნენ დამქირავებლებს და ცხოვრების სტრესისგან თავისუფლდებოდნენ.

ჯეჰიონი ყველანაირად ეცადა შეექმნა ის გარემო,რომელიც მათთვის იქნებოდა ხელსაყრელი და მისაღები.

თვითონ აღარ სურდა ყოფილიყო მკვლელი,მაგრამ მათი თავიდან მოცილებაც არ უნდოდა ,ამიტომ ასეთი რამ მოიფიქრა.

God Of WarWhere stories live. Discover now