8.Heartache

155 24 16
                                    

-დარწმუნებული ხარ? - ეკითხება ეჭვნარევი ხმით ჯეჰიონი და გოგოს მოჭუტული თვალებით უყურებს - ისიც არ იცი, საერთოდ იქნება თუ არა ამ რესტორანში.

-უნდა ვცადოთ,ჯეჰიონ - ეუბნება დარწმუნებით - შევიდეთ და დავაკვირდეთ სიტუაციას.

-ჰარა...

-არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ - ამშვიდებს ბიჭს - ჯერ-ჯერობით მაინც. მინდა მხოლოდ დავაკვირდე.

-და თუ დონჰიოკის მკვლელობაში მონაწილეობა არ აქვს მიღებული? - ჩამჭრელ კითხვას უსვამს და ინტერესით აკვირდება.

-მაშინ მკვლელის ძებნას გავაგრძელებთ - თავს დამამშვიდებლად უქნევს და წინ,რესტორნის შესასვლელისკენ იყურება.

შენობა უზარმაზარია,ისეთი როგორიც ელიტურ რესტორანს შეჰფერის. გარედან წითელი აგურითაა ნაგები,ხოლო მწვანე ფურცლები გაფორმებისთვის ლამაზად აქვს გარშემო შემორტყმული. შიგნიდან სინათლე იფქრვევა და ისედაც განათებულ ქუჩას,კიდევ უფრო ანათებს. შავი მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებზე საახალწლო განათებებია ჩამოკიდებული,რაც სიტუაციას მეტად აფერადებს. გარედანაც ჩანს,როგორ ირევიან შიგნით სტუმრები და როგორ ესაუბრებიან ერთმანეთს.

ჯეჰიონი ცოტახანს გოგოს უყურებს,რომელიც გარემოს დაზვერვითაა დაკავებული. ახლა როცა დონჰიოკი თან არ ჰყავს,მოუწევს ლურჯთმიანი ატაროს მასთან ერთად მისიებზე და ბიჭი ამის წინააღმდეგი სულაც არაა,მიუხედავად იმისა,რომ ეს ასასინების სამყაროში დაბრუნებას ნიშნავს. ბიჭი ჰარას ყველგან გაჰყვება,რადგან მისთვის ის ერთადერთი ოჯახია.

-მზად ხარ? - უბრუნდება შავთმიანი მის უკან მდგომს და ათვალიერებს.  ლურჯი,მოხდენილი და სადა კოსტუმი აცვია,ფეხზე კი როგორ ყოველთვის,კლასიკური ტიპის ბოტასები. ეზიზღებოდა ჯეჰიონს ყველაფერი ბოტასებისა და კეტების გარდა,ყველგან ისინი ეცვა და არ არსებობდა შემთხვევა,სხვა რამე ჩაეცვა.

God Of WarWhere stories live. Discover now