სამი ადამიანი ოთახში ზის,ერთ-ერთს თავი მერხზე უდევს და ჩუმად სუნთქავს. ქერა თმა სახეზე აქვს ჩამოფარებული და მალავს,რომ გაკვეთილზე ძილითაა დაკავებული.მის გვერდით მჯდარი შავთმიანი ბიჭი გოგოს უყურებს და ფიქრობს თუ როგორი იღბლიანია მის გვერდით აღმოჩენა რომ შეძლო. მასწავლებელი,რომელიც მთელი ხმით ხსნის მასალას, გაკვეთილზე უკან მჯდარ ხალს ყურადღებას არ აქცევს,რადგან იცის რომ აზრი არ აქვს. ხმას თუ ამოიღებს და რომელიმეს შენიშვნას მისცემს,ორიდან ერთ-ერთი აუცილებლად დაიცავს მეორეს და გაკვეთილზე ჩხუბი ატყდება.საკუთარი გაკვეთილი უკვე ისწავლა და აღარ აპირებდა იგივე შეცდომის დაშვებას,რაც რამდენიმე ხნის წინ დაუშვა.
-ადამიანი,რომელიც მისიაზე ყურადღებას არ იკრებს და სხვა რამეს უყურებს,სხვა რამეზე ფიქრობს და ასევე არაფერი აინტერესებს,მაშინ ის სიცოცხლეს აუცილებლად გამოესალმება - პატარა ტანის ქალი ფეხზე დგება და მერხებს შორის იწყებს სიარულს,მხოლოდ წამით აჩერებს მზერას ტრიოზე,რაღაც უჩვეულოს ამჩნევს და წარბებს გაკვირვებით ჭმუხნის,მაგრამ ყურადღებას არ აქცევს და საუბარს აგრძელებს - უნდა დარწმუნდეთ,რომ აუცილებლად ყველაფერი იცით იმ მისიაზე,რომელზეც მიდიხართ. ყველა ასასინს ამ აკადემიაში ჰყავს საკუთარი ჰაკერი. ზუსტად მათ უნდა დაავალოთ ინფორმაციის მოძიება თუ,რა თქმა უნდა,მარტო მუშაობა არ გსურთ. მაგრამ უნდა იცოდეთ,რომ მარტო მუშაობა შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ - დოინჯს ირტყამს და კლასს თვალს ავლებს.
ამჩნევს როგორ უყურებს ათენა აფროტიდეს,გრძნობს მის მზერაში რაღაც უცხოს,რაც აქამდე არ უნახავს და მზერა არესისკენ გადააქვს. შავთმიანი ბიჭი საკუთარ ფიქრებშია დაკარგული,ჩანს რომ საკმარისად მეტი საფიქრალი აქვს.
-თენ - ჩურჩულებს მოულოდნელად ჰარა და თავს მერხიდან ელვის უსწრაფესად სწევს,თმას ჰაერში იყრის და ბიჭს უბრუნდება.
YOU ARE READING
God Of War
FanfictionARES - GOD OF WAR. APHRODITE - GODDES OF BEAUTY. ეს ორი ერთად,მომაკვდინებელია.