5.Mark

195 25 32
                                    

ქუჩაში ხალხი ირევა. ყველა სადღაც მიიჩქარის,ერთმანეთი არავის ადარდებს. დიდი შენობის წვერზე გაკრული ბილბორდებიდან თეთრთმიანი ბიჭი იმზირება,მაგრამ სახე არ უჩანს. იმდენად ცუდი ხარისხის ფოტოებია,რომ გამოსახულების გარჩევა ჭირს,მხოლოდ ფიგურა ჩანს და არაფერი სხვა,თუმცა,არტემიდამ იცის ვინც არის გამოსახული.

არესი.

მისი ძმა.

-ჯანდაბა შენ თავს,არესს - სისინებს და თავს აქნევს,შემდეგ კი ფეხს ინაცვლებს.

ადგილზე გაშეშებული დგას და დაფას აყურებს,როცა ფოტო იცვლება და ახლა მოკლულის სხეული მოჩანს. სხეული იმდენად დამახინჯებულია,რომ ამოცნობა შეუძლებელია. კბილები ჩალეწილი,ხოლო თითის ბალიშები დამწვარია,მისი ინდეფიცირება შეუძლებელი იქნება. კადრები ერთმანეთს ენაცვლება,ახლო ხედიდან აჩვენებენ გამოძიების ადგილს.

"დღეს დილით გუნდოგოს შესახვევში მოკლულის ცხედარი იპოვეს. სხეული იმდენადაა დამახინჯებული,რომ ამოცნობა შეუძლებელია. დანაშაულის ადგილზე არანაირი მტკიცებულება არ მოიპოვება. დაკითხულია ახლოს მცხოვრებნი,მაგრამ მათგან ვერაფერი სასარგებლო ვერ გავიგეთ. სიკვდილის სავარაუდო დრო შუაღამეა,მაგრამ დაზუსტებით თქმა შეუძლებელია. ხელწერა ერთ-ერთს საშიშ დამნაშავეზე მიუთითებს,მაგრამ როგორც ვიცით,დამნაშავეები ქვეყანას არ აკლია. ისღა დაგვრჩენია გამოვიძიოთ რომლის ჩადენილია. ექსპერტები ჩიხში არიან" - დაეწერა ფოტოების ქვეშ,შემდეგ კი კადრი შეიცვალა და ახლა კვლავ არესის ფოტო გამოჩნდა წარწერით "იძებნება".

მარკი თავს აქნევს,ფიქრების დალაგებას ცდილობს. ეს ხელწერა თეიონის არ არის,არც აფროდიტეს ეკუთვის.

მოულოდნელად ვიღაც ეჯახება,რის გამოც ინერციით ადგილზე ქანაობს,მაგრამ წონასწორობის შენარჩუნებას ახერხებს და დამნაშავეს მკვლელი თვალებით უყურებს.

God Of WarWhere stories live. Discover now