25. Bitter Truth and Goodbye

178 18 68
                                    

-მალე განგდუს შესახვევში შევალთ - აცხადებს დიდ ხნიანი სიჩუმის შემდეგ თეიონი,რომელიც საჭესთან იჯდა და მთელი სერიოზულობით მართავდა მანქანას.

-ყველანაირად მზად უნდა ვიყოთ - დარწმუნებით ამბობს ჰარა და ქამარში გაყრილ დანას უჭერს ხელს - არ ვიცით რა დაგხვდება და არც ის ვიცით,რას უნდა ველოდოთ. შესაძლოა გარჩევაშიც ჩაგვითრიონ,მაგრამ ჩხუბი არავითარ შემთხვევაში არ ატეხოთ,გიკრძალავთ. ამით შეიძლება თავი გავყიდოთ.

-გვესმის - უკანა სავარძელზე მარკი სჭირდება - და მზად ვართ ყველაფრისთვის.

-კარგია - დაბეჯითებით აქნევს თავს გოგო - დღეს საბოლოოდ მივაღწევთ მიზანს,მარკ.

-ამ დღეს დიდხანს ველოდით, აფროდიტე - უმცროსმა კოდური სახელით მიმართა, თვითონაც არ იცოდა რატომ.

თეიონი ჩუმად ადევნებდა მათ საუბარს ყურს და რაღაც არ მოსწონდა,მაგრამ ხმას არ იღებდა. ვერ ეგუებოდა,რომ ჰარასთვის ერთადერთ მიზნად შურისძიება ჩამოყალიბდა,არც თავისი ძმის ხასიათი მოსწონდა,თუმცა ამაზეც ვერაფერს აკეთებდა. რა ცუდია უმოქმედობა,როცა იცი,რომ შენი ერთი ქმედებით ადამიანის გადარჩენა შეგიძლია.

თეიონმა სიჩქარეს მოუმატა,გაზს დააწვა და მოსახვევში მკვეთრად შესრიალდა,შემდეგ კი მოხერხებულად გააჩერა მანქანა.

-უფრო მარტივად არ შეგეძლო? - იბღვირება ჰარა გვერდითა სავარძლიდან.

-ეფექტურად შევედით,ყველა ჩვენ გვიყურებს - აცხადებს თეიონი - სწორად ეს მინდოდა.

-არესს, გაგაფრთხილე,რომ ფრთხილად და ჩუმად უნდა ვყოფილიყავით,ვერ გაიგე?  - ბრაზდება,სახეზე სასტიკად წითლდება.

-როგორც არ უნდა მომწონდეს გაბრაზებული აფროდიტეს ყურება,ჩემო ლამაზო,ახლა საქმე გვაქვს - მანქანის კარს აღებს,გვერდით უვლის და გოგოს მხარესაც სწვდება - მენდე,ჩემო ქალღმერთო,გეგმა მაქვს.

God Of WarWhere stories live. Discover now