7.Revenge

157 29 23
                                    

მუქ ლურჯ თმიანი ბიჭი ქუჩაში სწრაფი ნაბიჯებით მიდის,ეჩქარება იმის ნახვა,ვინც მისთვის ყველაზე ძვირფასია.უკვე რამდენი დღეა მისგან არაფერი გაუგია,ამიტომაც ძალიან ნერვიულობს.

ხელს ჯიბეში იცურებს და ტელეფონს იღებს,შემდეგ კი იმ ერთადერთ ნომერს კრეფს,რომელიც ზეპირად იცის. 

არავინ იღებს,როგორც ყოველთვის.მხოლოდ წყვეტილი ზუზუნი ისმის,შემდეგ კი საერთოდ ითიშება და სიჩუმე წვება.

-სად ხარ,ჰარა - ნერვიულად ამბობს,ტელეფონს კვლავ ჯიბეში იდებს და ახლა უკვე სირბილით მიდის გოგოს ბინამდე.

ზემოთ იხედება იმის შესამოწმებლად,ანთია თუ არა შუქი და როცა ხედავს,რომ ყველაფერი ჩაბნელებულია,ცხვირს ჭმუხნის. რაღაც ისე არ იყო,რაღაც ხდებოდა.
შენობაში შერბის და ლიფტის გარეშე არბის მეოცე სართულზე,კარზე მილიონჯერ აკაკუნებს,მაგრამ არავინ უღებს. ახლა მართლაც ღელავს,რადგან  სიტუაცია უბრალოდ არ მოსწონს.

ბოლოს როცა გოგო ასე მოიქცა,რაღაც ცუდი მოხდა. საკუთარ ოთახში ჩაიკეტა და დიდი ხანი არ გამოსულა. აკადემიაში ყველა ღელავდა მასზე,მაგრამ არავინ არაფერს აკეთებდა.ისხდნენ და უყურებდნენ მის ტანჯვას. ერთადერთი ჯეჰიონი და დონჰიოკი ღელავდა ჰარაზე,ამიტომ იყო რომ თავს არ ზოგავდნენ მისი ოთახიდან გამოსაყვანად,რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო და სრულიად ახალი ჰარა დაუყენათ წინ.

ლურჯთმიანი გაბრაზებით ოხრავს და ჯიბეებს იჩხრიკავს სათადარიგო გასაღების საპოვნელად.

-სად ჯანდაბაში ხარ - ბურტყუნებს გამწარებით,მაგრამ მაინც ვერ პოულობს.
ახლა გაქრება ყველაფერი,რაც სჭირდება,ბედი ნამდვილად ეთამაშება.

-რას აკეთებ? - ესმის ზურგს უკან ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები,რის გამოც ადგილს ეყინება და დამშვიდებით სუნთქავს.

-იცი რამდენჯერ დაგირეკე? ან შენ,ან დონჰიოკს ტელეფონი რათ გინდათ - გოგოსკენ ტრიალდება და ჩხუბს უწყებს,მაგრამ თვალში მაინც ხვდება ჰარას განადგურებული მზერა და ჩაშავებული თვალები - როგორ ვინერვიულე იცი,ჰარა?

God Of WarWhere stories live. Discover now