17.Losing You Was The Most Terrible Felling

131 20 39
                                    

They Say home is where the heart is. But you took my heart and left me with nothing but a shelter with board and dreams.

--------

-დონჰიოკ,არ გინდა გავისეირნოთ? - აღტაცებულია მარკი.

წითური საწოლიდან თავს სუსტად წევს,შავთმიანს,რომელიც ახლა შემოვიდა ოთახში მოკუტული თვალებით უყურებს და კრუსუნებს.

-ახლა არა,მარკი - ამბობს ჩუმად.

-კარგად ხარ? - სახეზე აღელვება მკვეთრად ემჩნევა - ახლავე ექიმთან მივდივართ,არ მაინტერესებს.

-უბრალოდ ჩემთან მოდი - ხელებს ჰაერში სწევს,ანიშნებს რომ მიუახლოვდეს და როცა შავთმიანი მის სურვილს ასრულებს,ხელებს მჭიდროდ ხვევს - თავს სუსტად ვგრძნობ მარკი,მაგრამ შენმა ჩახუტებამ ძალა მომცა.

-ჰიოკი,რა გჭირს? - თავს მკერდზე ადებს და პირდაპირ თვალებში უყურებს. როცა მზერას უსწორებდა,წითური ვერაფერს უმალავდა. მარკი ყველაფერს ხედავდა ბიჭის მუქ ოქროსფერ თვალებში,ამიტომ როცა რაიმე სერიოზულსა თუ მნიშვნელოვანზე საუბრობდნენ,მარკი სულ თვალებში უყურებდა - სიმართლე მითხარი,ხომ იცი ვერ დამიმალავ.

-მთელი სხეული მტკივა - ამოთქვამს სუსტად,ამასთანავე მსუბუქდ იცინის და ქვედა ტუჩს კბენეს - არ ვიცი რატომ,მაგრამ ასე მგონია მთელი დღე გირებს ვათრევდი.კუნთები,სახსრები,პრესები. ყველაფერი მტკივა.

-რომელი პრესები? ერთი ცალი კუბიკი? - დასცინის მარკი.

-ექვი მძიმე იყო,ამიტომ დავტოვე ისინი მაშინ,როცა აკადემიაში შემოვდგი ფეხი - ტუჩებს პრუწავს დონჰიოკი,შავთმიანს ხელს კრავს და გვერდით აგდებს.

მარკი სიცილით წვება ზურგზე,ფეხებს კეცავს და ასევე სიცილით ატრიალებს თავს გვერდით მწოლიარესკენ. წითურს თეთრი,მგლებით გაწყობილი საღამური ეცვა,თავზე საყვარელი,პომპონებიანი ქუდი ეხურა,რომელზეც ამჯერად მელიები იყვნენ გამოსახულნი. პატარა ბავშვს ჰგავდა,რომელიც მშობელს ელოდებოდა საბავშვო ბაღიდან გამოსაყვანად.

God Of WarDonde viven las historias. Descúbrelo ahora