მისაღებში სამი ბიჭი და ერთი გოგო ზის,თავები ჩაუხრიათ და მათ წინ გადაშლილ გეგმას დაჰყურებენ.
თეთრთმიანს სახეზე დაძაბულობა აღბეჭდვია,თითებით მიუყვება ნახაზებს და თითოეულ დეტალს იმახსოვრებს,რაც შეიძლება გამოადგეს. ყოველთვის ასე იქცეოდა. მისიაზე წასვლამდე,დეტალურად შიესწავლიდა იმ მცირე რამეებსაც კი,რაც შეიძლება უმნიშვნელო ყოფილიყო.
ლურჯთმიანი თეთრთმიანს აკვირდება. სახეზე შური და მცირე გაბრაზება აწერია,თვალებში ცეცხლი უელავს. არ სურს ერთადერთი ძვირფასი ადამიანი არესს ანდოს,არ ენდობა და ამას თავისი მიზეზებიც აქვს. გეგმა სულაც არ ადარდებს,მხოლოდ თეიონს უყურებს და შესაძლებლობებს თვლის,რა მოხდება რომ მათ უღალატოს.
არტემიდა ჩუმადაა,კომპიუტერში რაღაცას გამალებით ეძებს და გარშემო რა ხდება სულაც არ აინტერესებს. დონჰიოკის კვალს მიჰყვება. ბოლო გამოგზავნილ შეტყობინებას შიფრავს,რადგან იცი,რომ ბიჭი ძნელ ანაგრამას დაუტოვებდა,შესაძლოა ვირუსიც გამოეგზავნა მცირე გართობის მიზნით და ამისთვის თავი უნდა აერიდებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში,კომპიუტერი გაუფუჭდებოდა და ვერაფრის გაკეთებას შეძლებდა. სწორად ამ ტექნიკაში ჰქონდა ყველა საბუთი თუ ფაილი,ამას თუ რამე დაემართებოდა,ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევდათ.
ოთახში მჯდომი ერთადერთი გოგო საბუთებს ათვალიერებს,სადაც ელიანორ პაკზე ინფორმაციაა თავმოყრილი,მაგრამ დიდ ვერაფერს პოულობს. ქალი პირველად 5 წლის წინ გამოჩნდა,მანამდე მასზე არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება. თითქოს არც ცხოვრობდა და ახლახანს დაიბადა. ეს საეჭვო იყო,სწორად ამიტომ უკირკიტებდნენ ამ საქმეს ასეთი გულმოდგინებით.
-მაშინ როცა იმ წვეულებაზე იყავი - თავს სწევს ჰარა და თეიონს უყურებს.
-წვეულებაზე? - ნახაზებიდან თავის აუწევლად პასუხობს ბიჭიც.
ESTÁS LEYENDO
God Of War
FanficARES - GOD OF WAR. APHRODITE - GODDES OF BEAUTY. ეს ორი ერთად,მომაკვდინებელია.