- ამელიაა...გაიღვიძეე
-მალე ქალო
-რაგინდა ელის დამაძინე
-აეგდე ეხა თორე ნაწლავებით გაფორთხიალებ მიწაზე - ამელიას გაეცინა და ძვლივს-ძვლივობით გაახილა თვალები
-ღმერთო როგორ მეძინება. ხუთი წუთიც და ავდგები რა გთხოვ
-მალე გაგვიანდება ადეეე
-რა? სად მაგვიანდება
-პაემანზე
-რა დაგესიზმრა?
-მე არაფერი მაგრამ მგონი შენ ნახე რაღაც კაი სიზმარი მთელი ღამე გაკრეჭილს რო გეძინა - ამელიას გაახსენდა თავისი სიზმარი. მან ხომ სიზმარში ის მწვანეთვალება ნახა. უნებურად ისევ გაეღიმა მაგრამ როდესაც ელისის ეშმაკურ სახეს მოკრა თვალი წამში დასერიოზულდა და ეგრევ ელისის სიტყვები გაახსენდა
-მოიცა წეღან რა მითხარი სად მაგვიანდებოდა?
-პ ა ე მ ა ნ ზ ე
-არანაირ პაემანზე არ ვარ წასასვლელი ამიტომ შემეშვი ეხა და დამაძინე
-ვაიმე აჰა აიღე ეს და წაიკითხე მე მანდამდე საუზმეს მოგიმზადებ და რამე ჭამე. მაინც ენერგიაზე რო იყო - წარბები აუთამაშა ელისმა ამელიამ კი ბალიში გაუქანა მაგრამ ელისმა მოასწრო ოთახიდან გასვლა. ამელიამ წერილი აიღო რომელიც ელისმა მისცა.
,,გამარჯობა ამელია. დღეს საღამოს შენ სახლთან მდებარე კაფესთან გელოდები."
~მხატვარი~
ამელიას ეხლა გაახსენდა ის ნახატი და მიხვდა რომ სწორედ მას უნდოდა შეხვედროდა დღეს ვინც ის ნახატი დახატა. ძალიან აინტერესებდა თუ ვინ იყო. სამზარეულოში ჩავიდა სადაც ელისი იყო. ელისმა წინ თეფში დაუდო რაზეც ბუტერბროდი იდო და ასევე ყავაც გაემზადებინა მისთვის.
-გუშინ რო ჩაგიგდე ფოტო აი ლიფტში რო მქონდა გადაღებული
-ხო
-ეგ ვინც დახატა იმას უნდა ჩემთან შეხვედრა
-ააა მაგიტო ეწერა ხო წერილის ბოლოში ,მხატვარი' - თქვა ელისმა და გაიცინა.
-კარგი წავალ დღეს საღამოს.
-ძალიან კარგი ტანსაცმელს მე აგირჩევ.უკვე საღამო იყო ამელია კი წასასვლელად ემზადებოდა. არ იმჩნევდა მაგრამ ძალიან ნერვიულობდა. ლამაზად გამოეწყო და სახლიდან გავიდა
