EPILOGUE

625 25 14
                                    

*10 წლის შემდეგ*
Amelia's pov:
ჩვენი ქორწილის შემდეგ 10 წელი გავიდა. დარსი უკვე 11 წლისაა ხოლო დილანი ხუთის. დარსი მამამისს ხასიათებით ძალიან გავს. ეჭვიანი და მესაკუთრეა. წითელი კულულა თმები აქვს და ასევე  მწვანე თვალები ხოლო დილანიც კულულაა მაგრამ მისი თმის ფერი ყავისფერია ხოლო თვალები ცისფერი. სამივე ძალიან მიყვარს. სამივე ჩემი ცხოვრების აზრია. არც კი ვიცი მათ გრეშე როგორ უნდა ვყოფილიყავი. ჰარი ძალიან საყვარელი და მზრუნველია. ყოველთვის მეხმარებოდა ბავშვების აღზრდაში. მისი ბედნიერი სახე უნდა გენახათ როდესაც დარსიმ პირველად დაუძახა ,მამა'. შემდეგ როდესაც გაიგო რომ მალე ბიჭი ეყოლებოდა გახარებული აქეთ იქით დარბოდა და გაიძახოდა მალე ბიჭის მამაც გავხდებიო. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ უფრო დიდი სახლი გვეყიდა და ეხლა ყველანი ჩვენს ახალ სახლში ვართ შეკრებილები.
ყველანი თავიან მეწყვილეებთან ერთად იყვნენ. ლუი და ელეანორი, ლიამი და მაია, ზეინი და ჯემა, მაქსი და ელისი, ლუკასი და მარია, ალექსი და გაბრიელა, ნაილი და საჭმელი. ხო ის ისევ მარტოა. აქამდე ორი შეყვარებული ყავდა მგარამ ორივეს დაშორდა. არა ორივე დაშორდა ნაილს რადგან მის კუჭს ვერ გაუძლეს. ლუის და ლიამს უკვე შვილებიც ყავს  ფრედი და ბიარი. ელის  და მაქსს ტყუპები ყავს, კევინი და ტაილერი, ხოლო ჯემა და ზეინი მეორეს ელოდებიან ეხა კი პატარა გოგონა ყავთ, ალექსანდრა. ლუკასს ბიჭი ყავს ხოლო ალექსს ტყუპი გოგონები კარენი და ები. მოკლედ ხო უკვე ძალიან ბევრნი ვართ😁
-არც კი მჯერა ჩვენი შეხვედრიდან უკვე 10 წელი გავიდა - მითხრა ჰარიმ და თვალისმომჭრელად გამიღიმა. მე კი მისკენ მივიწიე და ტუჩებზე პტარა კოცნა დავუტოვე.
-ხო უკვე მშობლები ვართ - ჩაიცინა ლუიმ
-მე არა - თქვა ნაილმა და ბურგერი ჩაკბიჩა
-წიწო ასე როდემდე უნდა იყო? ვინმე არ გამოჩენილა შენს ცხოვრებაში? - ეშმაკურად ჰკითხა მაიამ. მართალია როდემდე უნდა იყოს ეს ბიჭი ესე. თან ისე ძაან მიკვირს ამდენს ჭამს და მაინც მგონი ჩემზე წვრილი ფეხები აქვს.
-ამმ იცით არის ერთი გოგო
-ოიოიიიი
-ვინაა? რა ქვია? როგორია? სად გაიცანით ერთმანეთი? გიყვარს? - ერთი ამოსუნთქვით მივაყარე კითხები ის კი პირდაღებული მიყურებდა. თითქოს ფიქრობდა პირველი რომელ კითხვაზე გაეცა პასუხი
-ამოისუნთქე - დაცინვით მითხრა ზეინმა ჩემგან კი თავში ხელი მიიღო
-მოლი ქვია ერთმანეთი პიცერიაში გავიცანით
-სხვაგან არც მოველოდი - ჩაილაპარაკა ჰარიმ მე კი სიცილი ამიტყდა. ნაილმა დაბღვერილმა გახედა შემდეგ კი ბალიში გაუქანა მაგრამ ჰარიმ მოხერხებულად აიცილა
-როდის გაგვაცნობ?
-ზუსტად არ ვიცი როდესაც ეცლება შევიკრიბოთ და აქ ამოვიყვან
-ძალიან კარგი
-მამააა - სირბილით ჩამორბის კიბეებიდან დარსი
-ხო ჩემო სიცოცხლე - ხელები მოხვია ჰარიმ და კალთაში ჩაიჯინა. დარსი მამას გოგოა. გიჟდება მამამისზე. მალევე კიბეებიდან დაბღვერილი სახით ჩამოვიდა დილანი
-დილანმა დამარტყა
-მერე მა შენც დაარტყი
-ჰარი - გამაფრთხილებელი ტონით ვუთხარი მაგრამ მაინც მეცინებოდა - დილან მოდი ჩემთან რატო ჩაარტყი დარსის?
-ჩემი სათამაშო მანქანა გამიფუჭა და იმიტომ - დაიბუზღუნდა თავდახრილმა
-კარგი მა მაგაზე დარდობ? ახალს ვიყიდით
-მართლა? - თვალები გაუბრწყინდა დილანს
-ხო მართლა - ვუპასუხე სიცილით. ის კი გახარებული მომეხვია
-მადლობა დედიკო. მიყვარხარ- მითხრა და ლოყაზე მაკოცა
-მეც მიყვარხარ ჩემო სიმპათიურო
-ეხლა ვეჭვიანობ - ქვედა ტუჩი გადმოაგდო ჰარიმ
-შენც მიყვარხარ მამიკო - მასთან მივიდა და სანამ მოეხვეოდა დარსის მკვლელი თვალებით გახედა. ჰარიც ცალი ხელით მოეხვია რადგან ცალი დარსიზე ქონდა მოხვეული. დარსიც მისკენ მისწია და ორივე ჩაიხუტა. მათი შმეხედვარე ღიმილს ვერ ვიშორებდი სახიდან.
-აუ გახსოვთ ელისი და ამელია როგორ შევაშინეთ? - უეცრად წამოიწყო საუბარი ალექსმა. დარსი და დილანი კი ოთახში ავარდნენ
-ვაიმე ხო ჯეიკობით რომ შევაშინეთ - გადაიკაკანა ლუკასმა
-ვინაა ჯეიკობი? - იკითხა ლიამმა
-ვინ თუ რა - თვალები აატრიალა ელისმა
-მოკლედ ეხავე მოგიყვებით - თქვა მაქსმა და საუბარი დაიწყო - ჯეიკობი არის ლუკასის სათამაშო ჩონჩხი. მე და ალექსმა ეს რომ ვნახეთ გადავწყვიტეთ ამითი გოგონები შეგვეშინებინა. ელისი წინა ღამით ამელიასთან დარჩა. ჩვენც დრო ვიხელთედ და დილით გათიშულებს სანამ ეძინათ, ჩონჩხი სამზარეულოში დავსვით. მათ ოთახში კი პატარა ტუბოზე წერილი დავდეთ სადაც დაახლოებით ესეთი რაღაც ეწერა ,სამზარეულოში გელოდები' - გამეცინა და საუბარი მე გავაგრძელე
-ის წერილი მე ვნახე. მაშინვე ელისი გავაღვიძე და წავაკითხე. მან კი დაიწყო ის მოჩვენება ხომ არაა გუშინ ღამით რომ ვნახეთ ფილმშიო. მეც ძალიან შემეშინდა მაგრამ არანაირი მოჩვენებები არ არსებობსთქო
ვუთხარი და სამზარეულოში ჩავედით. იქ კი ბარის მაგიდასთან მოკალათებული ჩონჩხი დაგვხვდა რომელსაც წინ ყავის ჭიქა ედო, ფეხი ფეხზე ქონდა გადადებული და სახით ჩვენსკენ იყურებოდა.
-დაახლოებით ერთი საათი გაშტერებულები უყურებდნენ ბოლოს იმხელაზე დაიყვირეს ყურის ბარაბნები გაგვიხეთქეს - ჩაიცინა ლუკასმა
-ხო მერე ოთახში ავარდნენ და შეშინებულებმა მე დამირეკეს ამელიას სახლში მოდიო. მეც მივედი და მთელი სახლი შემომატარეს იმის დასარწმუნებლად რომ სახლში არანაირი მოჩვენებები არ იყო. ბოლოს კი როდესაც დავაჯერე ამელია სააბაზანოში გავიდა და უკან ყვირილით დაბრუნდა - სიცილით ლაპარაკობდა მაქსი მე კი ჰარიზე ვიყავი მიხუტებული და მოგონებების გახსენებაზე დიდზე მეღიმებოდა
-აბანოში იყო ჩაწოლილი და მე მიყურებდა. ისე შემეშინდა კინაღამ გულის შეტევა მივიღე. ბოლოს არ ვიცი როდის ან როგორ მოასწრეს მისი იქიდან გაყვანა მაგრამ უკან რომ დავბრუნდი აღარ იყო. შემდეგ ლუკასი და ალექსი მოვიდნენ. ლუკასმა გვითხრა რომ ისიც ხედავდა ჩონჩხს მის სახლში. მერე სადღაცას გავიდა და უკან ჩონჩხით დაბრუნდა
-გოგონებმა ჩონჩი რომ დაინახეს ბოლოხმაზე იყვირეს, მდივანზე ახტნენ და რასცქვია თავზე გადაგვახტნენ - გაიცინა ალექსმა
-ხოდა ბოლოს კარგი სამაგიეროც გადაგიხადეთ - თქვა კმაყოფილი სახით ელისმა და სატანურად გაუღიმა
-ეგ არ მიხსენო - თავი უკან გადააგდო ლუკასმა
-რა გაუკეთეთ? - ინტერესით იკითხა ელეანორმა
-ჩვენი მანქანები სულ კვერცხებით მოსვარეს
-ოუუუ - დაიჯღანა ლიამი
-რა სასტიკები ხართ - თქვა ნაილმა
-ღირსები იყვნენ
-ვეთანხმები - მხარი დაგვიჭირა ჯემამ
-კარგით და ის გახსოვთ ჰარის რომ ამნეზია ქონდა ლუიმ რა გაუჩალიჩა? - თქვა და გადაიკაკანა ელისმა
-აუ მაგაზე ეხაც ძაან ცუდად ვარ - სიცილში აყვა ლუი - თქვენი სახეები არასდროს არ დამავიწყდება
-ასეთი რა გააკეთე? - კითხა ჯემამ
-რადა ერთ დღეს ჰარი ავარიაში მოყვა. ოპერაციის დასრულების შემდეგ ექიმმა როგორც გვითხრა ჰარის დროებითი ამნეზია ჰქონდა. ანუ რამოდენიმე დღეში მას მეხსიერება აღუდგებოდა. ამელია სახლში გავუშვი რადგან ორსულად იყო და დასვენება სჭირდებოდა მე კი გადავწყვიტე საავადმყოფოში დავრჩენილიყავი. როდესაც ჰარიმ გაიღვიძა მასთან შევედი. მან კი ამელიაზე მკითხა თუ ვინ იყო ხოდა მეც თავში ძალიან კარგმა იდეამ გამიელვა და ვუპასუხე რომ მისი და იყო - ამაზე ყველას გაეცინა
-ხო მე კი ვაღიარებ გული დამწყდა იმაზე რომ ჩემი და იყო
-რატო?
-ალბათ იმიტომ რომ როდესაც დაგინახე ძალიან მომეწონე - თვალი ჩამიკრა ჰარიმ მე კი ვიგრძენო თუ როგორ გავწითლდი
-კარგი და შემდეგ რა მოხდა? - იკითხა დაინტერესებულმა მაიამ
-ხო მერე ელისზე ვუთხარი რომ ის იყო მისი შეყვარებული და მის ბავშვსაც ის ატარებდა მუცლით - ჩაიცინა - მეორე დღეს მაქსი ელისი და ამელია შევიდნენ მასთან პალატაში და ნუ რათქმაუნდა მეც შევყევი. ჰარი სულ ელისს უყურებდა გაბრწყინებული თვალებით ელისი კი დაბნეული აცეცებდა აქეთ იქით თვალებს - გადაიკაკანა ლუიმ და მას დანარჩენებიც ავყევით
-მართლა ძაან მიკვირდა ჰარი ასე რატო მაშტერდებიდა ვაღიარებ ცოტა არ იყოს შემეშინდა კიდევაც - გაიცინა ელისმა
-ხო მერე ჰარის შევთავაზე რამე ხომ არ უნდოდა მან კი უარი მითხრა შემდეგ კი ელისს გახედა და მას კითხა მას ხომ არ უნდოდა რაიმე
-ხო შემდეგ ვეღარ მოვითმინე და ვიკითხე პატარა როგორაათქო
-აუ მაგ დროს მეგონა მე მეკითხებოდა და გახარებულმა ავხედე მეთქი ბავშვი ხოარ გაახსენდათქო მარა რომ შევხედე ის ელისს უყურებდა - ჩავიცინე და ჰარის უფრო ავეკარი
-მერე ელისმა კითხა ჰარის მე რატომ მეკითხებიო ჰარიმ კიდე უთხრა რომ შენ ჩვენს შვილს არატარებ მუცლითო? და აი მაგ დროს ტვინში სისხლა ამასხა მეთქი რა ჯანდაბა ხდება? - თქვა მაქსმა რაზეც ყველას სიცილი აუტყდა
-ყველა ისეთი გაკვირვებული იყურებოდა ვეღარ მოვითმინე და ბოლოხმაზე დავიწყე სიცილი - თქვა ლუიმ
-თქვენ მაშინ უნდა გენახეთ რა შოკი მივიღე როდესაც მითხრა რომ მე მისი და ვიყავი. მაგრამ მერე მივხვდი რომ ლუის გაჩალიჩებული იქნებოდა ეს ყველაფერი. კიდეკაი მაქსმა გამაჩერა თორე ჩემი ხელით ამოვაძრობდი იმ ენას
-ფეხის მოტეხვაც საკმარისი იყო - თვალები აატრიალა ლუიმ
-მე არ მომიტეხია იდიოტო
-მერე რა შენს გამო ხო მოვიტეხე
-და რა მოხდა წესიერად ვერ ახსნით? - სიცილით თქვა ელეანორმა
-რადა ამ დამპალმა ძილში თმები შემღება სტაფილოსფრად მე კი სარკეში ჩემი თმები როგორც კი დავინახე მაშინვე მას გავეკიდე და კიბეებზე როდესაც ჩავრბოდი ფეხი ამისრიალდა და დავგორდი რის შედეგადაც ფეხი მოვიტეხე
-აუ ამ ერთ ფეხს გადამაყოლა რაა
-და თმებს
-თმებს რატო ერთ კვირაში ფერი გადაგივიდა
-კარგით ეხა გეყოფათ იმის მერე რამდენი ხანი გავიდა და თქვენ კიდე მაგაზე ჩხუბობთ? - მობეზრებით ამოილაპარაკა ზეინმა
-ოე ზღარბო შენ ჩუ რა - გაჰყვირა ლუიმ - შენთვის რომ ვინმეს თმები შეეღება რას იზამდი? - ზეინმა შეშინებული თვალებით გახედა მას
-ეგ არცერთმა არ გაბედოთ - გამაფრთხილებელი ტონით გვითხრა ზეინმა
-კარგი ზუზუ ნუ გეშინია თმას არ შეგღებავთ - ზეინმა თბილი ღიმილით გამომხედა - ნუ მაქსიმუმ შეგჭრათ - სხეზე ღიმილი შეახმა ჩვენ კი ბოლოხმაზე გადავიკაკანეთ.

ლიფტიWhere stories live. Discover now