-შენ ვინ ხარ? - და აი გაისმა ამელიასთვის ყველაზე საშინელი სიტყვები. წარმოგიდგენიათ რა ცუდი მოსასმენია ეს საყვარელი ადამიანისგან? ამელიამ იცოდა რომ ჰარის ის და მისი პატარა არ ემახსოვრებოდა მაგრამ ამ სიტყვების მოსმენისას თითქოს გულში რაღაც ჩაწყდა
-მე ექიმს დავუძახებ - ამელიამ ცრემლები მოიწმინდა და პალატიდან გავიდა. არ იცოდა რა ეპასუხა ჰარისთვის
-ამელია რახდება? - კითხა ჯასპერმა
-მან გაიღვიძა - თქვა ამელიამ და გაეღიმა. ყველამ ამოისუნთქა
-ძალიან კარგი
-მაგრამ არვახსოვარ - თქვა ამელიამ და ცრემლების ახლად წამოსული ნაკადი მოიწმინდა
-მეხსიერება მალე აღუდგება ამაზე არ ინერვიულო
-კარგი ექიმთან გავალ - ამელია ექიმის კაბინეტში შევიდა და ჰარის ამბავი უთხრა. მან თქვა რომ თანდათან ყველაფერი გაახსენდებოდა. ისეთ ადგილებში წაეყვანათ სადაც ხშირად იმყოფებოდა და ეს უფრო დაეხმარებოდა მეხსიერების აღდგენაში. ამელია პალატაში დაბრუნდა სადაც ყველა შიგნით იყო და ჰარის ელაპარაკებოდნენ
-როდის გამწერენ? - იკითხა ჰარიმ
-1 კვირაში - უპასუხა ამელიამ და იქვე სკამზე ჩამოჯდა. ჰარი მას თვალს ვერ აცილებდა და ფიქრობდა თუ როგორი ლამაზი იყო ის
-კარგი ჰარი შენ დაისვენე ჩვენ გავალთ და ხვალ ისევ მოვალთ
-კარგით - გაუღიმა ჰარიმ და ყველანი პალატიდან გავიდნენ
-მე დავრჩები
-არავითარ შემთხვევაშია ამელია შენ ორსულად ხარ და დასვენება გჭირდება ჰარისთან მე დავრჩები. სახლში წადი გამოიძინე და ხვალ ლუკასი მოგიყვანს - თბილად უთხრა ლუიმ. ამელია ძვლივს ძვლივობით დაითანხმეს და ყველანი სახლებში წავიდნენ. ცოტახანში ლუი პალატაში შევიდა
-გამარჯობა ძმაო
-გამარჯობა ამმ...ლუი ხო?
-ხო - ლუი მის გვერდით დაჯდა
-მე რა მომივიდა? ანუ აქ რატომ ვარ
-მანქანით მაღაზიაში მიდიოდი რა დროსაც მანქანა დაგეჯახა
-გასაგებია და ის გოგო ვინაა? - ლუი მიხვდა ვიზეც ეკითხებკდა და ჩუმად ჩაეღიმა
-რომელზე მეკითხები?
-წითურზე
-ჰმმ ის შენი დაა
-და?
-დიახ ის მეორე გოგო ყავისფერთმიანი კი შენი შეყვარებულია რომელიც ორსულადაა - ჰარის თვალები გაუფართოვდა
-რაა??
-ხო სწორედ მაგიტო მიდიოდი მაღაზიაში. მისთვის უნდა გეყიდა შოკოლადები - ჩაიცინა ლუიმ
-ანუ მამა ვხდები - გაეღიმა ჰარის
-კარგი მე გავალ შენ დაისვენე დანარჩენები ხვალ მოვლენ - ლუი პალატიდან გავიდა და სიცილი ატეხა
-ხვალ მაგრად გავერთობი - ხელები ერთმანეთს გაუსვა და ეშმაკური ღიმილით გაემართა კაფეტერიისკენ
