დილით ჰარიმ საკმაოდ ცუდ ხასიათზე გაიღვიძა რადგან ამ დღეს უნდა მსიულიყო ამელიასთან და სიმართლე ეთქვა მისთვის. ფეხზე წამოდგა და მაიკა გადაიცვა შემდეგ კი შარვალი ამოიცვა. სამზარეულოში ჩავიდა ტელეფონი აიღო და ამელიას მიწერა
-შენთან საქმე მაქ. გცალია ეხა რო მოვიდე?
-კი სახლში მარტო ვარ შეგიძლია მოხვიდე
-კარგი - ჰარი სახლიდან გავიდა და ლუისაც მიწერა რომ ამელიასთან მოსულიყო. ამელიას კარს მიადგა ღრმად ამოისუნთქა და დააკაკუნა. გოგონამ ბედნიერი სახით გაუღო კარები. ჰარის ამელიას ღიმილის დანახვისას ყველაფერი გადაავიწყდა და თვითონაც მოეფინა სახეზე მკრთალი ღიმილი.
-მომენატრე - მიეხუტა ამელია და თავი მის მკერდს მიადო
-მეც ძალიან - თავი მის ყელში ჩარგო და მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა
-რა საქმე გქონდა? - ამელია მოშორდა და მას თვალებში შეხედა. ჰარი დანაღვლიანდა
-ლუიც მოვა ეხა მალე და ყველაფერს გეტყვით ოღონდ დამპირდი რომ ბევრს არ ინერვიულებ - ამელია დაიბნა მაგრამ მაინც დაეთანხმა. ცოტა არიყოს შეეშინდა. გონებაში ყველანაირმა ვარიანტმა გაუელვა თუ რა ამბავი შეიძლება ქონოდა მას. იქნებ შორდებოდა? ან იქნებ რაიმე დაავადება სჭირდა? იქნებ რაიმე სერიოზული პრობლემა შეექმნა? ,რა სისულელეებზე ვფიქრობ' ჩუმად ჩაილაპარაკა და მისაღებში გავიდა. მალევე ლუიც მოვიდა და ორივე მდივანზე ჩამოჯდა ამელიას პირდაპირ.
-აღარ დაიწყებთ? - ამოიოხრა ამელიამ
-ამ..იცი..ჩვენ - დაბნეული ლაპარაკობდა ჰარი ამელია კი გაკვირვებული უყურებდა მაგრამ ლუიმ ვეღარ მოითმინა და პირდაპირ ლაპარაკი დაიწყო. ამელიას ყველაფერი მოუყვა.
-და მოკლედ როგორც აღმოჩნდა ეს გოგო შენ იყავი ამელია - თავი დანანებით გააქნია ლუიმ და ბოლო სიტყვები ჩუმად ჩაილაპარაკა. ამელიას თავზარი დაეცა. ერთ ადგილზე იყო გაშეშებული და მის თვალებში ცრემლი ჩამდგარიყო. გონებაში ყველა მისი და ნიკის მომენტი ამოუტივტივდა და ნელნელა აანალიზებდა იმას რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო. მისი პირიდან წარმოთქმული სიტყვა ,მიყვარხარ' ტყუილი იყო. ყველა თბილი სიტყვა რასაც ნიკი ეუბნებოდა მას, ტყუილი იყო და ამ ყველაფერს მხოლოდ ფულის გამო აკეთებდა
-ამელია - ჰარი მას გვერდით მიუჯდა და მხარზე დაადო ხელი
-მან...მე - ცრემლები წამოუვიდა ამელიას ჰარიმ ეგრევე მოხვია ხელები და გულში ჩაიკრა
-ჩშშ..წყნარად მე შენთან ვარ
-რატომ? - ამოჩურჩულა ამელიამ და ცრემლების ახალი ნაკადი წამოუვიდა. ლუი ტკივილნარევი სახით შეჰყურებდა მას და ამ წამს მასაც და ჰარისაც ნიკის შუაზე გაგლეჯვა უნდოდათ
-არა ამას რატო ვაკეთებ - თქვა ამელიამ და ჰარის მოშორდა. ორივემ გაკვირვებული მზერა მიაპყრო მას
-რას? - კითხა ჰარიმ
-დემპრესიული გოგოსავით ვზივარ და ვჯღავი.....ნიკს უნდა შევხვდე - ზიზღით ამოილაპარაკა. ამელია ამ წამს ისე იყო თითქოს მასში ორი ადამიანი ცხოვრობდა..ერთი ბავშვური, საყვარელი, უცოდველი ანგელოზი და მეორე ,რომელსაც ერთ წამში შეეძლო მთელი კაცობრიობის განადგურებაზე თანხმობა განეცხადებინა.
-არავითარ შემთხვევაში - თქვა ჰარიმ
-უნდა შევხვდე მას და დაველაპარაკო
-აქ მოიყვანე - ლუიმაც ამოიღო ხმა - დაურეკე და უთხარი შენთან ამოვიდეს. დაელაპარაკე და ასევე ისიც კითხე თუ რატომ დაბრუნდა. თურამეა ჩვენც აქ ვიქნებით
-მართალი ხარ - დაეთანხმა ჰარიც
-არა მარტო უნდა დაველაპარაკო - მტკიცე ტონით თქვა ამელიამ
-კარგი მაშინ სხვა ოთახში გავალთ
-კარგი - ამელიამ ტელეფონი ამოიღო და ნიკთან დარეკა.