ზაფხულის ბოლო დღეები იყო. მზის სხივები მთელ ლონდონის ქუჩებში იყო მოფენილი. ჩიტები ჭიკჭიკებდნენ, არემარე ყვავილების სურნელი ტრიალებდა. ამელია მისი ოთახის ფანჯრის რაფაზე იჯდა და ამ ყველაფერს იქიდან გადაჰყურებდა. თავის ცხოვრებაზე ფიქრობდა. ფიქრობდა თუ როგორ შეიცვალა ყველაფერი. შეიძლება ნიკი მისი პირველი სიყვარული იყო მაგრამ მისი გაუჩინარების შემდეგ მან ის საბოლოოდ დაივიწყა. შეიძლება ეგონა რომ აქამდე ისევ ისე უყვარდა მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ მონატრება იყო. ეხლა კი მისი გული მთლიანად ჰარის ეკუთვნოდა. იმ ბიჭს რომელსაც თავდაპირველად ლიფტში შეხვდა. ის უყვარდა. მთელი მისი არსებით. როგორც იქნა საკუთარ თავთან აღიარა ეს. არ უნდოდა მისი დაკარგვა და იმ გრძნობის განიცადა რაც ნიკის ,,სიკვდილის" გაგების დროს განიცადა. მასთან ყოფნის დროსაც კი ეშინოდა მისი დაკარგვის.
მთელმა დღემ უაზროდ ჩაიარა. სამსახურიდან გადაღლილი მოვიდა და მაშინვე ოთახში შევიდა დასაძინებლად. მალევე ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა. უცხო ნომერი იყო
-გისმენ
-როგორხარ საყვარელო?
- რატომ რეკავ?
- ბევრი კითხვა მაქვს და პასუხები მჭირდება...
- მეც მქონდა კითხვები, რომლებიც პასუხგაუცემელი დარჩა.
- ვიცი... მომენატრე...
- მე არა...
- მაშინ რატომ მიპასუხე, შენ ხომ უცხო ნომრებს არ პასუხობ, განსაკუთრებით შუაღამისას.
- მე შევიცვალე...
- სიცრუეა, შენ არ იცვლები... მომენატრე... არ გინდა ჩემი ნახვა?
- არა...
- ლამაზად ცრუობ
-ნიკ თავს რატო არ მანებებ?
-ალბათ იმიტომ რომ მიყვარხარ - ამელიამ ამ სიტყვების გაგონებაზე თავი ცუდად იგრძნო. ვერაფერი ვერ უპასუხა და ტელეფონი უცბად გათიშა. ლოგინზე გადაწვა და თავი ბალიშში ჩარგო როდესაც ოთახის კარები გაიღო
-გისმენ დედა - თავი ბალიშიდან არ აუწევია ისე უთხრა. მალევე კი ყელზე ნაზი ტუჩების ჩეხება იგრძნო. ამელიამ ეგრევე თავი წამოყო. პირველი რაც თვალში მოხვდა, მისი მწვანე თვალები იყო. გვერდზე გადატრიალდა და ზურგით დაწვა. ჰარი მის გვერდით იჯდა საწოლზე და მას ბედნიერი სახით შეჰყურებდა.
-ჰარი?
-ხო ჰარი - თქვა ჩუმად, ამელიას გარშემო ლოგინზე ხელები დააწყო, მისკენ გადაიხარა და ყელში კოცნა განაგრძო
-აქ რა გინდა? - კითხა გაკვირვებულმა და თან თვალებს იფშვნეტდა
-არ გაგიხარდა რომ მოვედი?-გაბუტული სახით კითხა ჰარიმ
-არა როგორ არა ჩემო ბუჩქო უბრალოდ გამიკვირდა - უთხრა ამელიამ, საწოლზე წამოჯდა და ხელები კისერზე მოხვია.
-კარგი ეხა ჩაიცვი და წავიდეთ
-სად?
-სადღაც
-ჰარი მითხარი - დაიბუზღუნა ამელიამ
-არა. გავედი ეხა ქვემოთ გელოდები
-კარგი და ის მაინც მითხარი როგორ ჩავიცვა
-როგორც გინდა - უთხრა ჰარიმ და ოთახიდან გავიდა. ამელია კარადის წინ დადგა და ტანსაცმლის არჩევა დაიწყო მაგრამ ისევ ვერაფერი აარჩია. ბოლოს ერთი კაბა გაახსენდა და მისი ძებნა დაიწყო. მის გარდერობში არქეოლოგიური გათხრების შემდეგ როგორც იქნა იპოვა სასურველი კაბა და მისი ჩაცმა დაიწყო.